- გრიპის ვირუსები მუდმივად იცვლება და ადამიანის იმუნური დაცვა გრიპის ვაქცინაციისგან დროთა განმავლობაში მცირდება, შესაბამისად, საჭიროა ყოველწლიური აცრები ოპტიმალური დაცვისთვის.
- ჩვენ ვიცით, რომ SARS-CoV-2 ვირუსები ევოლუციას განიცდიან. ვირუსის ზოგიერთი ახალი ვარიანტი შეიძლება ასოცირებული იყოს უფრო მაღალ გადაცემასთან, დაავადების სიმძიმესთან, ხელახალი ინფექციის რისკთან ან ანტიგენური შემადგენლობის ცვლილებასთან, რაც იწვევს ვაქცინის დაბალ ეფექტურობას.
- ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO) და პარტნიორები ახორციელებენ კოორდინირებულ მიდგომას ვაქცინის ეფექტურობაზე მონიტორინგისა და შეფასების მიმართ.
- ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ შევამციროთ ვირუსის ცირკულაცია და შევაფერხოთ მუტაციები, რამაც შეიძლება შეამციროს არსებული ვაქცინების ეფექტურობა. ახლა უკვე ცხადი გახდა, რომ ვაქცინების მწარმოებლებს მოუწევთ ადაპტირება COVID-19 ვირუსის ევოლუციაზე, სამომავლო ბუსტერ დოზებში უახლესი ვარიანტების გათვალისწინებით.