7
წვდომა, განაწილება და განთავსება

პანდემიის შესაჩერებლად არ იქნება უკეთესი ვაქცინების პირველი ხელმისაწვდომი დოზების მიცემა მათთვის, ვინც ყველაზე მეტად არის ინფექციის გავრცელების რისკის ქვეშ, ვიდრე მძიმე ინფექციის განვითარების რისკის ქვეშ?

შეუძლებელია ყველას ერთდროული ვაქცინაცია, განსაკუთრებით ადრეულ ეტაპებზე, როდესაც ვაქცინების მიწოდება შეზღუდულია. ამ ვაქცინების განაწილების რეკომენდაციები ეფუძნება სამ მიზანს: შეძლებისდაგვარად შემცირდეს სიკვდილიანობა და სერიოზული დაავადებები, შენარჩუნდეს ყველაზე მნიშვნელოვანი ჯანდაცვის სერვისების ფუნქციონირება; და საბოლოოდ შემცირდეს დაავადების საერთო ტვირთი, რათა თავიდან იქნეს აცილებული სოციალური და ეკონომიკური ფუნქციების შემდგომი მოშლა.

სწორედ ამიტომ, COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების პირველი დოზები უნდა მიეცეს ჯანდაცვის მუშაკებს, 60 წელზე უფროსი ასაკის ადამიანებს და გრძელვადიანი მოვლის დაწესებულებების მაცხოვრებლებს.

გარდა ამისა, ჩვენი ცოდნა იმის შესახებ, თუ რამდენად შეუძლია ხელმისაწვდომ ვაქცინებს რეალურად შეაჩეროს ინფექციის გავრცელება, ჯერ კიდევ შეზღუდულია.

თაგები
სარჩევი