COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინები, რომლებიც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ შეყვანილია გადაუდებელი გამოყენების რეესტრში, ძალზე ეფექტურია მძიმე დაავადების, ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილის პრევენციისთვის. ვაქცინაციის შემდგომი კვლევები ასევე მიუთითებს იმაზე, რომ ეს ვაქცინები ძალზე ეფექტურია (თუმცა ნაკლებად) როგორც სიმპტომური, ასევე ასიმპტომური ინფექციის თავიდან ასაცილებლად. გარდა ამისა, რამდენიმე კვლევამ აჩვენა, რომ დაახლოებით 50%-ით შემცირდა ინფექციის გადაცემის რისკი ოჯახის შიგნით ოჯახის სხვა წევრებზე, რაც განსაკუთრებით შესამჩნევი იყო Pfizer-BioNTech-ისა და AstraZeneca-ს პრეპარატებით ვაქცინაციის შემდეგ. შესაბამისად, ვაქცინები, სავარაუდოდ, ამცირებენ გადაცემას, ამცირებენ დაავადების რისკს არავაქცინირებულ ადამიანებში, გარდა ამისა, ხელს უწყობენ ვარიანტების გავრცელების შეჩერებას.
ამას მხარს უჭერს ვაქცინის ეფექტურობა სიმპტომატური დაავადებისა და ინფექციების წინააღმდეგ, რაც დასტუდება სხვადასხვა ვაქცინაზე მრავალი კვლევებით. კლინიკური კვლევებითა და დანერგვის შემდგომი დაკვირვებით, ზოგიერთი ვაქცინისთვის, როგორიცაა AstraZeneca, Janssen, Moderna და Pfizer-BioNTech, ასევე დასტურდება ვაქცინის ეფექტურობა ასიმპტომური ინფექციების წინააღმდეგ.
გარდა ამისა, ზოგიერთმა კვლევამ აჩვენა ვირუსული დატვირთვის შემცირება ინფიცირების შემთხვევაში და ვირუსის გამოყოფის ხანგრძლივობის შემცირება ზოგიერთი ვაქცინისთვის, როგორიცაა AstraZeneca, Moderna, Pfizer-BioNTech. ამ სამი ვაქცინისთვის არსებობს მტკიცებულება პირდაპირი ზემოქმედების შესახებ საყოფაცხოვრებო გადაცემის შემცირებაზე, მაგრამ საჭიროა მეტი კვლევა, რათა საბოლოოდ დადასტურდეს ამ ვაქცინების უნარი, შეამცირონ გადაცემა.
დასკვნები:
- COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინები ძალზე ეფექტურია მძიმე ავადმყოფობისა და სიკვდილიანობის თავიდან ასაცილებლად,
- გარდა ამისა, ისინი ამცირებენ, მაგრამ სრულად არ აქრობენ ინფექციისა და გადაცემის რისკს.