ზოგადად, დიაბეტის მქონე პირებს, მეტი ალბათობით, უფრო მძიმე სიმპტომები და გართულებები უვითარდებათ ნებისმიერი ვირუსით ინფიცირების შემთხვევაში.
დიაბეტის მქონე პირებს, მეტი ალბათობით, სერიოზული გართულებები უვითარდებათ COVID-19-ით ინფიცირების შედეგად, განსაკუთრებით იმ პირებს, რომელთაც უკვე აქვთ დიაბეტთან დაკავშირებული ჯანმრთელობის პრობლემები დიაბეტის ტიპის მიუხედავად.
ვაქცინაცია უსაფრთხოა დიაბეტის მქონე ადამიანებისთვის და ამ ჯგუფში ამცირებს COVID-19-ით გამოწვეული მძიმე დაავადების რისკს.
COVID-19-ით ინფიცირების შედეგად მძიმე ავადმყოფობის რისკი, სავარაუდოდ, უფრო დაბალი იქნება, თუ დიაბეტი კარგად იმართება. დიაბეტის გარდა აგრეთვე გულის დაავადება და სხვა გართულებები ზრდის მძიმე ავადმყოფობის რისკს COVID-19-ის ან სხვა ვირუსული ინფექციების შემთხვევაში, რადგან ერთზე მეტი ჯანმრთელობის პრობლემა ართულებს ორგანიზმის მიერ ინფექციის დამარცხების უნარს.
ვირუსული ინფექციები დიაბეტის მქონე პირებში ასევე ზრდის ანთების ან შიდა შეშუპების ალბათობას. ეს ასევე შეიძლება გამოიწვიოს სისხლში შაქრის მაღალმა დონემ, ხოლო ანთებამ შეიძლება ხელი შეუწყოს მეტად მძიმე გართულებებს.