14
კოვაქსინის ვაქცინა

რატომ შეაჩერა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ გაეროს სააგენტოების მეშვეობით კოვაქსინის მიწოდება?

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისთვის 2022 წლის 2 აპრილის მდგომარეობით ხელმისაწვდომი მონაცემები მიუთითებს, რომ ვაქცინა უსაფრთხო და ეფექტურია.

კოვაქსინის (ბარატ ბიოტეკის მიერ წარმოებული) მიწოდება გაეროს შესყიდვების სააგენტოების მეშვეობით შეჩერდა (2022 წლის 2 აპრილის მდგომარეობით) ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ 2022 წლის 14-22 მარტს ჩატარებული ინსპექტირების შედეგებზე და კარგ საწარმოო პრაქტიკაში (GMP) ბოლო დროს გამოვლენილ ხარვეზებზე რეაგირების მიზნით.

ბარატ ბიოტეკმა აიღო ვალდებულება, რომ კარგ საწარმოო პრაქტიკაში (GMP) აღმოჩენილ ხარვეზებს აღმოფხვრის და მაკორექტირებელ და პრევენციულ სამოქმედო გეგმას შეიმუშავებს, რომელსაც წარუდგენს ინდოეთის მედიკამენტების კონტროლის სამსახურს (DCGI) და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას. კომპანიამ მიუთითა, რომ შუალედურ და სიფრთხილის ზომად, შეაჩერებდა კოვაქსინის საექსპორტო წარმოებას. შედეგად, მიწოდება შეწყდება უახლოესი პერიოდის განმავლობაში.

თაგები
სარჩევი