დიახ. ვაქცინაციასთან და ძუძუთი კვებასთან დაკავშირებული რაიმე პრობლემის ჩვენება არ არსებობს. COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინები არ შეიცავს ცოცხალ ვირუსს და, შესაბამისად, ბიოლოგიურად და კლინიკურად ნაკლებად სავარაუდოა, რომ საფრთხე ემუქრება ძუძუთი მკვებავს. ბოლო კვლევებმა აჩვენა, რომ მეძუძურ ქალებს, რომლებმაც მიიღეს mRNA COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინები, აქვთ ანტისხეულები დედის რძეში, მაგრამ არ უნდა ვივარაუდოთ, რომ მათი ჩვილები დაცულები არიან ვირუსისგან.
არსებული სამეცნიერო მტკიცებულებების საფუძველზე, მათ შორის სხვა ინაქტივირებული ვაქცინების ჩათვლით, რეკომენდებულია ძუძუთი კვება არ შეწყდეს, თუ ქალი აცრილია mRNA ან ვექტორული ვაქცინებით და ვაქცინაცია უნდა შესთავაზონ მეძუძურ ქალებს ისევე, როგორც სხვა მოზრდილებს.