8
მარეგულირებელი ორგანოების მეირ დამტკიცება

უსაფრთხოა თუ არა ბავშვებისთვის COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია?

ასაკის შესაბამისი ვაქცინები ბავშვებისა და მოზარდებისთვის, რომლებიც დამტკიცებულია ავტორიტეტული მარეგულირებელი ორგანოების მიერ, უსაფრთხო და ეფექტურია ამ ასაკობრივ ჯგუფებში დაავადების ტვირთის შესამცირებლად. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ ამ ეტაპისთვის გადაუდებელი გამოყენების ავტორიზაცია მიანიჭა Comirnaty® Pfizer-BioNTech-ის ვაქცინას პედიატრული ფორმულირებით 5-11 წლის ასაკის ბავშვებში და მოზრდილების ფორმულირებით 12 და უფროსი ასაკის მოზარდებისთვის.

ჯანმრთელი ბავშვების ვაქცინაციის საკითხის განხილვისას ანგარიში უნდა გავუწიოთ იმ ფაქტს, რომ პირველ რიგში პრიორიტეტული ჯგუფები უნდა იყვნენ დაცულები. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია აფასებს, მოზარდებს, რომელთაც აქვთ თანმხლები დაავადებები, როგორც COVID-19-ის შესაძლო მწვავე გართულების მაღალი რისკის ჯგუფს, შესაბამისად ისინი არიან პრიორიტეტულ ჯგუფში.

ჯანმრთელ ბავშვებს ჩვეულებრივ აქვთ COVID-19-ის უფრო მსუბუქი ფორმა, ვიდრე მოზრდილებში, მაგრამ დაფიქსირდა ცნობები ბავშვებში მძიმე ავადმყოფობის, მულტისისტემური ანთებითი სინდრომისა და „გრძელვადიანი“ COVID-ის შესახებ. აუცილებელია ვთქვათ, რომ ვაქცინაციას ბავშვებსა და მოზარდებში ჯანმრთელობაზე ზრუნვის გარდა ასევე შეუძლია შეამციროს განათლების პროცესში შექმნილი წინააღმდეგობები, რაც დაგვეხმარება ბავშვების ზოგადი ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფაში.

ბავშვების ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვანია COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია გამოვიყენოთ როგორც შესაძლებლობა იმისათვის, რომ აღმოვაჩინოთ რომელიმე გამორჩენილი რუტინული იმუნიზაცია, თუ კი არსებობს ასეთი და დროულად ჩავუტაროთ ბავშვებს შესაბიმისი რუტინული ვაქცინაცია.

თაგები
სარჩევი