01
ზოგადი კითხვები

ზოგადად, ომიკრონს ნაკლებად მძიმე მიმდინარეობა აქვს, ვიდრე სხვა ვარიანტებს. არის თუ არა მაინც საჭირო ბავშვების ვაქცინაცია?

გადაწყვეტილება COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შესახებ, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა ვაქცინის ან პრეპარატის გამოყენების შემთხვევაში, დამოკიდებულია იმაზე, აჭარბებს თუ არა სარგებელი პოტენციურ რისკებს როგორც ინდივიდუალურ, ასევე მოსახლეობის დონეზე.

ზოგადად, ბავშვებს მძიმე ფორმით COVID-19-ის დაბალი რისკი აქვთ, თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება განვითარდეს ისეთი სერიოზული გარემოებები, როგორიცაა მულტისისტემური ანთებითი სინდრომი ბავშვებში (MIS-C), პოსტ-COVID სინდრომი და მიოკარდიტი. შეერთებული შტატების ბოლოდროინდელმა ზედამხედველობის მონაცემებმა აჩვენა Pfizer-BioNTech COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის 91%-იანი ეფექტურობა (2-დოზის სერია) MIS-C-ის შემცირებაში 12-დან 18 წლამდე მოზარდებში [^1]. უფრო მეტიც, ბავშვების ვაქცინაციას აქვს დამატებითი სარგებელი, რაც ამცირებს დაავადების გავლენას ბავშვების განათლებაზე, რითაც აუმჯობესებს მათ საერთო კეთილდღეობას.

ბავშვებისთვის COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პოტენციური რისკი ძალიან დაბალია.

ვაქცინაციის სარგებელი აჭარბებს პერიკარდიტისა და მიოკარდიტის ძალიან იშვიათ რისკს, რომელიც დაფიქსირდა mRNA ვაქცინების შეყვანის შემდეგ 12-19 წლის მამრობითი სქესის მოზარდებში, განსაკუთრებით მეორე დოზის შემდეგ. ასეთი მოვლენების ალბათობა რჩება ძალიან დაბალ დონეზე (

< 1 შემთხვევა შეყვანილ 10 000 დოზაზე), შემთხვევების აბსოლუტურ უმრავლესობაში ეს მდგომარეობები ქრება რამდენიმე დღეში და პრაქტიკულად არ მოითხოვს მკურნალობას. ამასთან, მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ მიოკარდიტის განვითარების რისკი მნიშვნელოვნად მაღალია COVID-19 დაავადების შემდეგ [^2] [^3].

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO) რეკომენდაციას უწევს COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შეთავაზებას 5-17 წლის ბავშვებისთვის, რომლებსაც აქვთ თანმხლები დაავადებები, რომლებიც ზრდის COVID-19-ის მძიმედ განვითარების რისკს.

Pfizer-BioNTech (Comirnaty) ვაქცინის პედიატრიული ფორმულა ხელმისაწვდომია 5-11 წლის ბავშვებისთვის და დამტკიცებულია აშშ-ს სურსათისა და წამლების ადმინისტრაციის, ევროპის წამლის სააგენტოსა და სხვა მარეგულირებელი ორგანოების მიერ.

გარდა ამისა, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO) რეკომენდაციას იძლევა ჯანმრთელი ბავშვების ვაქცინაციის შესაძლებლობის გათვალისწინება მოხდეს მხოლოდ მაშინ, როდესაც ვაქცინაციის მაღალი დონე, მათ შორის ბუსტერ დოზები, უკვე მიღწეულია მოსახლეობის უფრო პრიორიტეტულ ჯგუფებში.

 

წყარო:

  1. Zambrano LD, Newhams MM, Olson SM, Halasa NB, Price AM, Boom JA, et al. Effectiveness of BNT162b2 (Pfizer-BioNTech) mRNA Vaccination Against Multisystem Inflammatory Syndrome in Children Among Persons Aged 12–18 Years — United States, July–December 2021. MMWR Morb Mortal Wkly Rep. 2022 Jan 14;71(2):52,58. doi: 10.15585/mmwr.mm7102e1.
  2. Oster ME, Shay DK, Su JR, et al. Myocarditis Cases Reported After mRNA-Based COVID-19 Vaccination in the US From December 2020 to August 2021. JAMA. 2022;327(4):331–340. doi:10.1001/jama.2021.24110
  3. Boehmer TK, Kompaniyets L, Lavery AM, Hsu J, Ko JY, Yusuf H, et al. Association between COVID-19 and myocarditis using hospital-based administrative data - United States, March 2020-January 2021. MMWR Morb Mortal Wkly Rep. 2021 Sep 3;70(35):1228,1232. doi: 10.15585/mmwr.mm7035e5
თაგები

COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინები და ვაქცინაციის განმარტება - შესავალი

2:39

ვაქცინა გიცავს COVID-19-ის მძიმე შემთხვევებისგან.

1:34

რატომ ხვდებიან COVID-19-ით ინფიცირებული ვაქცინირებული ადამიანები საავადმყოფოში?

0:57

როგორ მოხდა ვაქცინების შემუშავება ასეთი რეკორდული სიჩქარით, ხარისხისა და უსაფრთხოების შენარჩუნებით?

2:29

რა არის კლინიკური კვლევები და არის თუ არა ისინი საკმარისი, ვაქცინის უსაფრთხოების დასადასტურებლად?

3:21

როგორ მუშაობს mRNA ვაქცინები, როგორიცაა Pfizer-BioNTech-ისა და Moderna-ს COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინები?

2:13

როგორ მუშაობენ ვექტორული ვაქცინები?

3:34

როგორ უნდა ვუპასუხოთ განცხადებებს, რომ mRNA ვაქცინამ შეიძლება გამოიწვიოს გენეტიკური ცვლილება და რომ ამას უახლოეს ათწლეულებში ვიხილავთ?

2:36

როგორ მუშაობენ ინაქტივირებული ვაქცინები?

4:41

როგორ მუშაობენ ცილაზე დაფუძნებული ვაქცინები?

3:44

როგორ გავიგო, COVID-19-ის საწინააღმდეგო რომელი ვაქცინა ავირჩიო ან რეკომენდაცია გავუწიო?

1:32

რა ანალიზები და გამოკვლევები უნდა ჩატარდეს COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციამდე?

0:57

შეიძლება თუ არა SARS-CoV-2 ვირუსის ახალმა ვარიანტმა გამოიწვიოს უფრო მძიმე დაავადება?

1:40

რატომ უნდა მოხდეს ხანდაზმული ადამიანების ვაქცინაცია?

1:33

ზოგადად, ომიკრონს ნაკლებად მძიმე მიმდინარეობა აქვს, ვიდრე სხვა ვარიანტებს. არის თუ არა მაინც საჭირო ბავშვების ვაქცინაცია?

2:57

უნდა აიცრან თუ არა 5-11 წლის ბავშვები ბუსტერ დოზით?

1:29

იქნება თუ არა ვაქცინაცია საჭირო COVID-19-ის ენდემურობის შემთხვევაში?

1:01
სარჩევი