სანტიაგო-დე-კომპოსტელას უნივერსიტეტის კლინიკა
(Clínico Universitario de Santiago)

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის პარტნიორი ცენტრი ვაქცინების უსაფრთხოების საკითხებში

სანტიაგო-დე-კომპოსტელას უნივერსიტეტის კლინიკური საავადმყოფო (The Hospital Clínico Universitario de Santiago), წარმოადგენს გალისიის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურის (SERGAS) შემადგენელ ნაწილს და 2018 წელს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ შეირჩა WHO-ს პარტნიორ ცენტრად ვაქცინების უსაფრთხოების საკითხებში

ეს ერთდროულად დიდი პასუხისმგებლობა და გამოწვევაა, მაგრამ მის მისაღებად მზად ვართ სანტიაგო-დე-კომპოსტელას უნივერსიტეტის კლინიკური საავადმყოფოს პედიატრიული სამსახურის მრავალპროფილიანი გუნდის მაღალი კომპეტენციის წყალობით. ქვემოთ მოცემულია მონაწილე გუნდის დეტალები და თანამშრომლობის პირობები. 

უნივერსიტეტის, საავადმყოფოს, კვლევითი ინსტიტუტის, აკადემიის ან სამინისტროს დასახელება
სანტიაგო-დე-კომპოსტელას უნივერსიტეტის კლინიკური საავადმყოფო (Hospital Clínico Universitario de Santiago de Compostela) 

განყოფილების, დეპარტამენტის, ჯგუფის, სექციის ან სფეროს დასახელება
პედიატრიული დეპარტამენტი 

ქალაქი 
სანტიაგო-დე-კომპოსტელა 

დასახელება
Santiago de Compostela

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის
პარტნიორი ცენტრი ვაქცინების უსაფრთხოების საკითხებში 

ხანგრძლივობა: 
4 წელი - 2018 წლის მარტიდან 2022 წლის მარტამდე

კოორდინატორი

ფედერიკო მარტინონ ტორესი, MD, PhD, პროფესორი

კოორდინატორის მოადგილე

ირენე რივერო კალე, MD, PhD

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის პარტნიორი ცენტრის

გუნდი მარია ფერნანდეს პრადა, MD, PhD 
ხოსე გომეს რიალი
, MD, PhD 
ანა-ისაბელ დაკოსტა ურბიეტა
, MD 
ფერნანდო კაამანიო ვინიასი
, MD 
მონსერატ ლოპეს ფრანკო
, MD 
ალბერტო გომეს კარბალა
, PhD 
ხაკობო პარდო სეკო
, PhD

მოწვეული ექსპერტები

ანტონიო როდრიგეს ნუნიესი, MD, PhD, პროფესორი 
ხესუს ეირის პუნიალი
, MD, PhD
ხოსე დომინგო მოურე გონსალესი
, MD, PhD

კვლევის ხელმძღვანელები და დამხმარე პერსონალი

ბელენ მოსკერა პერესი 
კარმენ როდრიგეს-ტენრეირო სანჩესი
, PhD 
კრისტინა სერენ ტრასორასი

ძირითადი ამოცანები

  • ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისთვის დახმარების გაწევა ჯანდაცვის მუშაკებისთვის ვაქცინის უსაფრთხოების, უკუჩვენებებისა და იმუნიზაციის შემდგომ განვითარებული არასასურველი მოვლენების (იშგამ) კლინიკური მართვის საკითხებში სასწავლო მასალის შემუშავებაში / განახლებაში.
  • ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის თხოვნით, მხარდაჭერის აღმოჩენა იშგამ-ის კლინიკური კვლევების ჩატარებასა და იშგამ-ის კრიზისზე რეაგირებაში. 
  • ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქმიანობაში წვლილის შეტანა ჯანდაცვის მუშაკებისათვის სწავლების ჩატარებაში ვაქცინების  უსაფრთხოების, უკუჩვენებებისა და ახალი ვაქცინების დანერგვის საკითხებში.

სამუშაო გეგმა

  1. ვაქცინის უსაფრთხოებასა და უკუჩვენებებზე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის სასწავლო მასალის რეგულარული გადახედვა და განახლება. 

    ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისევროპის რეგიონული ოფისის თხოვნით, სანტიაგო-დე-კომპოსტელას უნივერსიტეტის კლინიკურმა საავადმყოფომ შეადგინა ვაქცინის უსაფრთხოებისა და უკუჩვენების სასწავლო მასალის პაკეტი ჯანდაცვის მუშაკებისათვის. ამ სასწავლო მასალის მიზანია ჯანდაცვის მუშაკების ცოდის ამაღლება, რათა სწორედ მათი თავდაჯერებულობის მეშვეობით შემცირდეს ბავშვებში ვაქცინაციაზე უარის თქმა დაუსაბუთებელი უკუჩვენებების მიზეზით. სასწავლო მასალა გამოიყენება სწავლებების ჩასატარებლად რეგიონის დონეზე 

    ინსტრუქტორებისათვის და წინა ხაზის ჯანდაცვის მუშაკებისათვის ქვეყნების დონეზე. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისპარტნიორი ცენტრი რეგულარულად ჩაატარებს სასწავლო მასალის მიმოხილვასა და განახლებას. სასწავლო მასალის განახლებული პაკეტი გამოქვეყნდება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისვებგვერდზე და გამოყენებული იქნება რეგიონულ და ქვეყნების დონეებზე ჯანდაცვის მუშაკებისათვის სწავლებების ჩასატარებლად.
  2. ჯანდაცვის მუშაკებისათვის გაიდლაინებისა და სასწავლო მასალის შემუშავება იმუნიზაციის შემდგომ განვითარებული არასასურველი მოვლენების კლინიკური მართვის საკითხებზე.

    ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ოფისი ეხმარება წევრ ქვეყნებს იმუნიზაციის შემდგომ განვითარებული არასასურველი მოვლენების გამოკვლევასა და მათზე რეაგირებაში. იმუნიზაციის შემდგომ განვითარებული არასასურველი მოვლენების კლასტერებზე ქვეყნების რეაგირების გამოცდილება აჩვენებს, რომ აუცილებელია დამატებითი რესურსებისა და ინსტრუმენტების შემუშავება ჯანდაცვის მუშაკების დასახმარებლად იშგამ-ის შიშით განპირობებული კლასტერების კლინიკური მართვის შემთხვევებში. 

    ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის პარტნიორი ცენტრი შეიმუშავებს გაიდლაინებს და სასწავლო მასალას იშგამ-ის კლინიკური მართვისათვის. სასწავლო მასალა გამოიყენება ჯანდაცვის მუშაკებისათვის სწავლების ჩასატარებლად რეგიონულ და ეროვნულ დონეზე, ასევე გამოქვეყნდება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ვებგვერდზე. 
  3. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის კლინიკური მხარდაჭერა იმუნიზაციის შემდგომ განვითარებული არასასურველი მოვლენების სერიოზული შემთხვევებისა და კლასტერების გამოკვლევაში.

    ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზააციამხარს უჭერს ქვეყნებს იმუნიზაციის შემდგომ განვითარებული არასასურველი მოვლენების სერიოზული შემთხვევებისა და კლასტერების გამოკვლევისა და რეაგირების ჩატარებაში, მათ შორის იშგამ-ის შემთხვევების კლინიკური დიაგნოსტირებითა და შემთხვევებზე საექსპერტო კონსულტაციით. 

    ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის პარტნიორი ცენტრი ჩამოაყალიბებს მრავალპროფილურ გუნდს, რომელშიც შევლენ გალისიის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურის (SERGAS) კლინიკური ექსპერტები და რომლებიც მხარდაჭერას აღმოუჩენენ ქვეყნებს იშგამ-ის მძიმე შემთხვევებისა და კლასტერების კლინიკურ გამოკვლევაში. მხარდაჭერის აღმოჩენა მოხდება დაუყოვნებლივ რეალურ დროში ელექტრონული საშუალებების გამოყენებით (ტელეკონფერენციები, იმეილი და სხვა) ან/და ადგილზე გასვლით.
  4. ინსტრუქტორთა სწავლების ჩატარება ვაქცინის უსაფრთხოების, უკუჩვენებებისა და იშგამ-ის შემთხვევების კლინიკური მართვის საკითხებზე. 
  5. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის პარტნიორი ცენტრი უზრუნველყოფს კვალიფიციურ და გამოცდილ ექსპერტებს ჯანდაცვის მუშაკებისთვის ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის სწავლების ჩასატარებლად. სწავლების მიზანია მცოდნე ინსტრუქტორების მომზადება ვაქცინის უსაფრთხოებისა და უკუჩვენებების დარგში.

WHO-ს მასალა

გაიდლაინი“ვაქცინის უსაფრთხოებისა და ვაქცინაციის ცრუ უკუჩვენებების შესახებ“
გაიდლაინი“ვაქცინის უსაფრთხოებისა და ვაქცინაციის ცრუ უკუჩვენებების შესახებ” (რუსული ვერსია)
ვაქცინების საინფორმაციო
ცნობები WHO-ს სხვა მასალა

დაგვიკავშირდით

ისარგებლეთ საკონტაქტო გვერდით.