კონფიდენციალობის პოლიტიკა

თქვენი კონფიდენციალობა ინტერნეტში უაღრესად მნიშვნელოვანია WHO-ს პარტნიორი ცენტრისთვის - სანტიაგო-დე-კომპოსტელას უნივერსიტეტის კლინიკური საავადმყოფოსთვის (WHO CC-CHUS). კონფიდენციალობის პოლიტიკის ეს განაცხადი აღწერს WHO CC-CHUS-ის ვებსაიტზე ვიზიტორთა შესახებ ინფორმაციის შეგროვებისა და გაზიარების პოლიტიკას. იგი ეხება WHO-ს პარტნიორი ცენტრის სანტიაგო-დე-კომპოსტელას უნივერსიტეტის კლინიკური საავადმყოფოს ყველა ვებგვერდს “Covid19infovaccines.com” დომენის სახელწოდების ფარგლებში.

რა სახის ინფორმაციას აგროვებს WHO CC-CHUS?

ვებსაიტით ჩვეულებრივი სარგებლობა

ზოგადად, საიტის დათვალიერება შეგიძლიათ თქვენი ვინაობის გამხელის ან პირადი ინფორმაციის გამჟღავნების გარეშე. საიტის ზოგადი დათვალიერების დროს ვაგროვებთ ინფორმაციას მხოლოდ სერვერის სტანდარტული ჩანაწერებიდან. ეს გულისხმობს თქვენს IP (ინტერნეტ პროტოკოლის) მისამართს, დომენის დასახელებას, ბრაუზერის ტიპს, საოპერაციო სისტემასა და ისეთ ინფორმაციას, რომელიც ეხება იმ ვებგვერდს, რომლიდანაც მოხდა თქვენი გადმომისამართება, თქვენ მიერ ჩამოტვირთულ ფაილებს, დათვალიერებულ გვერდებს და ვიზიტის თარიღს/დროს.

პირადი მონაცემების შეგროვება

თუ დარეგისტრირდებით საინფორმაციო ბიულეტენის მიღებაზე, შეიყვანთ დეტალებს WHO CC-CHUS-ის ზოგიერთ საიტზე, გააკეთებთ წიგნის შეკვეთას, შეუერთდებით სადისკუსიო ჯგუფს ან ელექტრონული ფოსტით ცნობების მიღების სიას, ეს მოგთხოვთ ისეთი პირადი ინფორმაციის შეყვანას, როგორიც არის სახელი, გვარი, საფოსტო მისამართი და იმეილის მისამართი. 

ეს ინფორმაცია გროვდება მხოლოდ თქვენი ინფორმირებითა და ნებართვით, იგი ინახება WHO CC-CHUS-ის სხვადასხვა მონაცემთა ბაზაში და ელექტრონული ფოსტით დაგზავნის სიებში. თუ რაიმეს იძენთ ვებგვერდის გამოყენებით, შეიძლება გთხოვონ საკრედიტო ბარათის დეტალები. შეყვანის შემდეგ თქვენი დეტალები გადადის ონლაინ გადახდის დაცულ სერვისში, რომლის ჰოსტინგი WHO CC-CHUS-ის მიღმა ხდება. WHO CC-CHUS არ ინახავს საკრედიტო ბარათის ინფორმაციას. 

WHO CC-CHUS საიტები პირადი მონაცემების შეგროვების კონკრეტული მოთხოვნით აქვეყნებენ ამ საიტების კონფიდენციალობის პოლიტიკას. ასეთ შემთხვევებში კონკრეტული საიტის პოლიტიკა ემატება WHO CC-CHUS-ის კონფიდენციალობის საერთო პოლიტიკას, თუმცა იძლევა დეტალებს ამ კონკრეტული საიტისთვის. 

WHO CC-CHUS-ს ზოგიერთი საიტისთვის, პირადი მონაცემების დარეგისტრირება ან მიწოდება აამოქმედებს „ქუქის“ *. ამ „ქუქის“ ამოქმედებით, WHO CC-CHUS იმახსოვრებს თქვენ დეტალებს შემდეგი ვიზიტისთვის, რათა ხელახლა არ მოგიწიოთ ინფორმაციის შეყვანა. ეს გვეხმარება თქვენთვის უკეთესი სერვისის გაწევაში. 

ელექტრონულ სადისკუსიო ჯგუფში გაწევრიანება შეიძლება ნიშნავდეს, რომ ჯგუფის სხვა მონაწილეები (მათ შორის WHO CC-CHUS-თან კავშირის არმქონე თანამშრომლები) დაინახავენ თქვენს პირად მონაცემებს, რომელსაც ნებაყოფლობით გაამჟღავნებთ. ღია სადისკუსიო ჯგუფებისთვის, ამგვარი ინფორმაცია ღიაა.

რისთვის იყენებს WHO CC-CHUS მის მიერ შეგროვებულ ინფორმაციას?

ვებსაიტით ჩვეულებრივი სარგებლობა

“covid19infovaccines.com” დომენზე შესვლისას მიღებული ინფორმაცია გამოიყენება WHO CC-CHUS-ის საიტის გამოყენების ტენდენციებისა და სარგებლობის ანალიზისთვის, აგრეთვე საიტის სარგებლიანობის გასაუმჯობესებლად. იგი არ უკავშირდება რაიმე პირად მონაცემებს.

პირადი მონაცემები

WHO CC-CHUS-მა შეიძლება გამოიყენოს თქვენ მიერ მოწოდებული ინფორმაცია შემდეგი დანიშნულებით:

  • თქვენთან კონტაქტი - შეკითხვაზე ან კომენტარზე საპასუხოდ ან ელექტრონული ფოსტით საინფორმაციო ბიულეტენის, საბუთების, გამოცემების და სხვა მასალის გამოსაგზავნად;
  • ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის დასამუშავებლად;
  • თქვენი შენაძენისა და საიტზე რეგისტრაციის დასადასტურებლად;
  • საიტის მეშვეობით განხორციელებული გადახდის მისაღებად (საკრედიტო ბარათის მეშვეობით);
  • თქვენი ონლაინ პროფილისა და უპირატესობების „დამახსოვრება“;
  • თქვენთვის რელევანტური ინფორმაციის სწრაფად მოძიებაში დახმარება თქვენი ინტერესის საფუძველზე, რაც აგრეთვე ჩვენც გვეხმარება, რომ საიტის კონტენტი თქვენთვის მაქსიმალურად რელევანტური გავხადოთ;
  • სტატისტიკური ანალიზი.

რა მოხდება, თუ არ მსურს პირადი მონაცემების მოწოდება?

WHO CC-CHUS-ის საიტზე პირადი მონაცემების მოწოდება არჩევითია. თუ თქვენ ირჩევთ, არ მოგვაწოდოთ პირადი მონაცემები, საიტის დათვალიერებას მაინც შეძლებთ, თუმცა ვერ შეძლებთ გარკვეული მოქმედებების შესრულებას, როგორიცაა რაიმეს შეძენა, საინფორმაციო ბიულეტენზე დარეგისტრირება ან ვაკანსიაზე მიმართვა.

თქვენი ინფორმაციის გაწვევა და შეცვლა

ნებისმიერ დროს შეგიძლიათ თქვენი მონაცემების მოწოდების გაუქმება იმ ვებ გვერდზე დაბრუნებით, სადაც თავიდან შეიყვანეთ ინფორმაცია და ვებ გვერდის საკონტაქტო პირთან კონტაქტით WHO CC-CHUS-ის შესაბამის დეპარტამენტში. თუ საკონტაქტო დეტალები ამ გვერდზე არ არის მოცემული, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად.

დაცულობა

ჩვენ არ ვყიდით და არ ვუზიარებთ რომელიმე მესამე მხარეს რაიმე პირად მონაცემს, რომელიც ნებაყოფლობით მოგვაწოდეთ WHO CC-CHUS-ის საიტზე. WHO CC-CHUS-სთვის მოწოდებულ ნებისმიერ ინფორმაციასთან მოპყრობა უაღრესი ყურადღებით და დაცულობით ხდება. იგი არ გამოიყენება რაიმე სხვა ფორმით, გარდა კონფიდენციალობის პოლიტიკაში ან კონკრეტული საიტის პოლიტიკაში აღწერილი დანიშნულებისა, ან თქვენ მიერ გაცხადებულად დათანხმებული გამოყენებისა. WHO CC-CHUS იყენებს რიგ ტექნოლოგიას და უსაფრთხოების ზომას ჩვენ სისტემაში შენახული ინფორმაციის დაკარგვისგან, ბოროტად გამოყენებისგან, არასანქცირებული წვდომისგან ან გამჟღავნებისგან, შეცვლისგან ან განადგურებისგან დასაცავად.

პირად მონაცემებთან წვდომის მქონე და დაკავშირებული ყველა თანამშრომელი ვალდებულია პატივი სცეს ოფიციალური საქმის წარმოებას, მათ შორის პირად მონაცემებს.

WHO CC-CHUS-ის საიტი შეიცავს ბმულებს who.int-ის დომენის გარეშე ვებსაიტებზე. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO) არ არის პასუხისმგებელი ამგვარი საიტების კონტენტის კონფიდენციალობის პოლიტიკაზე.

შეტყობინება ცვლილების შესახებ

კონფიდენციალობის ამ პოლიტიკაში ცვლილებები გამოქვეყნდება საწყისი გვერდის ქვედა კოლონტიტულში.

კონტაქტი

კონფიდენციალობის პოლიტიკასთან დაკავშირებული კითხვებით ან რჩევებით დაგვიკავშირდით ამ ბმულზე.

* „ქუქი“

„ქუქი“ წარმოადგენ მონაცემთა მცირე მოცულობას, რომელიც ვებ სერვერიდან იგზავნება თქვენს ბრაუზერში. იგი ჩვეულებრივ გამოიყენება თქვენი კომპიუტერისთვის უნიკალური იდენტიფიკატორის მისანიჭებლად და ისეთი მონაცემების უსაფრთხოდ შესანახად, როგორიც არის მომხმარებლის საიდენტიფიკაციო კოდი, პაროლები, უპირატესობები და ონლაინ პროფილები. 

იგი ინახება თქვენი კომპიუტერის მყარ დისკზე.

შეგიძლიათ აირჩიოთ, რომ „ქუქი“ არ მოგეწოდოთ Covid19infovaccines.com საიტის მიერ ვებსაიტის დაბლა „ქუქიზ“ პარამეტრების ბანერზე ცვლილების შეტანით. სხვადასხვა ვებსაიტები საკუთარ „ქუქიზ“ აგზავნიან თქვენს კომპიუტერზე. თქვენი პირადი მონაცემების დასაცავად თქვენი ბრაუზერი აძლევს ვებსაიტს საშუალებას, მიიღოს წვდომა მხოლოდ იმ „ქუქიზე“, რომელიც მას აქვს გამოგზავნილი და არა სხვა საიტების მიერ გამოგზავნილ „ქუქიზე“.