11
Vaxzevria – Oxford-AstraZeneca ვაქცინა

რა არის ვაქცინით გამოწვეული თრომბოციტოპენიური სინდრომი (TTS)?

გაერთიანებულმა სამეფომ, ევროკავშირმა და სკანდინავიის ქვეყნებმა აღნიშნეს ცერებრალური ვენური სინუსის თრომბოზის (CSVT) და თრომბოციტოპენიის იშვიათი შემთხვევები პაციენტებში, რომლებმაც მიიღეს AstraZeneca COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა 4-20 დღის განმავლობაში [^1]. ეს მოვლენა საკმაოდ იშვიათია და გვხვდება დიაპაზონში 1 ადამიანი 125 000-იდან - 1 ადამიანი 1 მილიონიდან [^2] [^3]; შემთხვევების უმეტესობა დაფიქსირდა 60 წლამდე ასაკის ქალებში. ვინაიდან ამ ქვეყნებმა გამოიყენეს AstraZeneca ვაქცინის საწყისი მარაგის უმეტესი ნაწილი სწორედ ამ კონკრეტულ ასაკობრივ ჯგუფში, შესაბამისად, ის შეიძლებოდა გამხდარიყო დომინანტი ამ სტატისტიკაში.

ბიოლოგიური მექანიზმის შესწავლა, რომელიც საფუძვლად უდევს TTS-ის განვითარებას, ჯერ კიდევ გრძელდება. ამ ეტაპზე, „პლატფორმის სპეციფიკური“ მექანიზმი, რომელიც დაკავშირებულია ადენოვირუსის ვექტორიან ვაქცინებთან, გარკვეული არ არის, მაგრამ მისი გამორიცხვა შეუძლებელია.

თრომბოზისა და დაბალი თრომბოციტების კომბინაციის ერთ-ერთი შესაძლო ახსნა შეიძლება იყოს იმუნური პასუხი, რომელიც იწვევს ისეთი მდგომარეობის განვითარებას (ჰეპარინით ინდუცირებული თრომბოციტოპენია, HIT), რომელიც გვხვდება ზოგჯერ ჰეპარინის მიმღებ პაციენტებში. თუმცა, ვინაიდან TTS არის იმუნური შუამავლობით გამოწვეული მდგომარეობა, დიდია ალბათობა იმისა, რომ TTS-ის განვითარების რისკი არ გაიზრდება თრომბოფილიის მქონე პირებში, ოჯახის ისტორიაში თრომბოზის არსებობისას ან ანამნეზში არტერიული ან ვენური თრომბოზის მქონე პირებში. შესაბამისად, არ არსებობს ახალი უკუჩვენება AstraZeneca ვაქცინის მიღებასთან დაკავშირებით.

TTS-ის ეჭვის შემთხვევაში, რეკომენდებული მკურნალობა შეიძლება იყოს HIT-ის მსგავსი, ანუ გამოიყენება ინტრავენური იმუნოგლობულინი და არაჰეპარინის ანტიკოაგულანტები.

 

წყარო:

  1. Pai M, Grill A, Ivers N, et al. Vaccine induced prothrombotic immune thrombocytopenia VIPIT following AstraZeneca COVID-19 vaccination. Science Briefs of the Ontario COVID-19 Science Advisory Table. 2021;1(17). DOI: https://doi.org/10.47326/ocsat.2021.02.17.1.0
  2. PINHO AC. COVID-19 Vaccine AstraZeneca: benefits still outweigh the risks despite possible link to rare blood clots with low platelets. European Medicines Agency. Published March 18, 2021. Accessed March 31, 2021. https://www.ema.europa.eu/en/news/covid-19-vaccine-astrazeneca-benefits-still-outweigh-risks-despite-possible-link-rare-blood-clots
  3. Updated GTH statement on vaccination with the AstraZeneca COVID-19 vaccine, as of March 22, 2021. Published March 18, 2021. Accessed March 31, 2021. https://gth-online.org/wp-content/uploads/2021/03/GTH_Stellungnahme_AstraZeneca_3_24_2021.pdf
თაგები
სარჩევი