ეს ვაქცინები უკუნაჩვენებია შემდეგ შემთხვევებში:

  • მძიმე ალერგიული რეაქცია (როგორიცაა ანაფილაქსია) COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველ დოზაზე ან ვაქცინის რომელიმე კომპონენტზე.

ნებისმიერ სხვა ვაქცინაზე ან საინექციო პრეპარატზე დაუყოვნებელი ალერგიული რეაქციის ისტორია (ანუ ვაქცინები ან მედიკამენტები, რომლებიც შეყვანილია ინტრამუსკულარულად, ინტრავენურად ან კანქვეშ) განიხილება სიფრთხილის ფაქტორად, მაგრამ არ წარმოადგენს ვაქცინის უკუჩვენებას. რისკი უნდა შეფასდეს ალერგიული რეაქციის ტიპისა და სიმძიმის დადგენით და დამხმარე ინფორმაციის შესწავლით. ამ ადამიანების ვაქცინაცია შესაძლებელია, მაგრამ ისინი უნდა იყვნენ ინფორმირებული მძიმე ალერგიული რეაქციის განვითარების რისკის შესახებ და რისკები უნდა შეესაბამებოდეს ვაქცინაციის სარგებელს. ასეთი პირები ვაქცინაციის შემდეგ 30 წუთის განმავლობაში უნდა იმყოფებოდნენ სამედიცინო დაწესებულებაში, სადაც შესაძლებელია ანაფილაქსიის დაუყოვნებელი მკურნალობა.

საკვებ პროდუქტზე, კონტაქტური ან სეზონური ალერგია არ საჭიროებს რაიმე სიფრთხილის ზომებს. ფლაკონის საცობები არ არის დამზადებული ბუნებრივი ლატექსისგან და ამიტომ ლატექსის ალერგია არ შედის უკუჩვენებებისა და გაფრთხილებების სიაში. აგრეთვე, mRNA ვაქცინები არ შეიცავს კვერცხის ცილას ან ჟელატინს და, შესაბამისად, არანაირი უკუჩვენება ან გაფრთხილება არ არის დადგენილი ამ ნივთიერებების მიმართ ალერგიული ადამიანების ვაქცინაციისას.

ალერგიის ან ოჯახის წევრებში ანაფილაქსიის ისტორიის მქონე პირებს შეუძლიათ ჩაიტარონ ვაქცინაცია.

თაგები

შეიძლება თუ არა ალერგიის მქონე ადამიანების ვაქცინაცია mRNA ვაქცინებით?

2:07

უნდა მიიღოს თუ არა მეორე დოზა პირმა, რომელსაც განუვითარდა ალერგიული რეაქცია COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველ დოზაზე?

1:10

შეიძლება თუ არა იმუნოკომპრომეტირებული ადამიანების ვაქცინაცია?

1:38

არსებობს თუ არა ვაქცინაციის მაქსიმალური ასაკი?

0:52

შეიძლება თუ არა COVID-19-ის საწინააღმდეგო ავტორიზებული ვაქცინების ადმინისტრირება ადამიანებისთვის, რომლებსაც აქვთ კოაგულაციის დარღვევები ან რეგულარულად იღებენ ანტიკოაგულანტებს?

1:22

როდის უნდა ჩაიტაროს აცრა ქალმა, რომელიც გეგმავს ორსულობას?

0:39

არსებობს თუ არა რაიმე ქრონიკული სისხლის დაავადება, რომელიც COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციისთვის უკუჩვენებას წარმოადგენს?

1:48

წარსულში მქონდა თრომბები, ან ოჯახში გვაქვს თრომბოზის გამოცდილება. მაინც უნდა გავიკეთო აცრა COVID-19-ის წინააღმდეგ?

2:04

მე ვიყენებ ჰორმონალურ კონტრაცეფციას (ორალური კონტრაცეპტივები, კანქვეშა იმპლანტი, ტრანსდერმული ლაქები ან კონტრაცეპტული ვაგინალური რგოლი). უნდა შეწყდეს თუ არა კონტრაცეფცია AstraZeneca-ს ვაქცინაციამდე ან მის შემდეგ?

0:47

არის თუ არა COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია რეკომენდირებული იმ ადამიანებისთვის, ვისაც აქვთ ღვიძლის ქრონიკული დაავადება?

2:22

არის თუ არა COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია უსაფრთხო და რეკომენდირებული იმ ადამიანებისთვის, ვისაც აქვთ ღვიძლის ქრონიკული დაავადება და არიან იმუნოკომპრომეტირებულები (აქვთ სუსტი იმუნური სისტემა)?

1:30

არის თუ არა რეკომენდირებული ღვიძლის ციროზით დაავადებული პაციენტის ვაქცინაცია COVID-19-ის წინააღმდეგ?

0:43

არის თუ არა რეკომენდირებული COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ღვიძლის გადანერგვის მიმღები კანდიდატითვის ან იმისთვის, ვისაც გადანერგილი აქვს ღვიძლი?

1:00

ორსულობის დროს COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის მიღება იცავს თუ არა ბავშვს ვირუსისგან მშობიარობის შემდეგ?

1:49

ზრდის თუ არა COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის მიღება თანდაყოლილი დეფექტების შანსს?

1:09

ართულებს თუ არა COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის მიღება დაორსულებას ან გავლენას ახდენს ნაყოფიერების მკურნალობაზე?

1:03

ზრდის თუ არა COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის მიღება მუცლის მოშლის შანსს?

0:48

უნდა დაიცადოს თუ არა ქალმა გარკვეული პერიოდი დაორსულებისთვის, COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შემდეგ?

0:33

ზრდის თუ არა ორსულობის დროს COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის მიღება ორსულობასთან დაკავშირებული პრობლემების შანსს?

0:57

მოქმედებს თუ არა ორსულობის დროს COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის მიღება ნაყოფის მომავალ ქცევაზე ან სწავლის უნარზე?

0:43

უნდა ჩაიტაროს თუ არა მეძუძურმა ქალმა COVID-19-ის საწინააღმდეგო აცრა?

1:52

საჭიროა თუ არა დამატებითი სიფრთხილის ზომები ძუძუთი კვების დროს COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შემდეგ?

1:23

შეიძლება ფარისებრი ჯირკვლის დაავადების მქონე პირმა ჩაიტაროს აცრა COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით?

1:08

COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინები უსაფრთხო და რეკომენდებულია დიაბეტის მქონე პირებისთვის?

1:13

COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია უსაფრთხო და რეკომენდებულია პირებისთვის გონებრივი განვითარების შეფერხებით (მაგ., ყურადღების დეფიციტის აშლილობა)?

1:14

COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია უსაფრთხო და რეკომენდებულია გულის დაავადების მქონე პირებისთვის?

2:34

COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია უსაფრთხო და რეკომენდებულია ქრონიკული დაავადების მქონე და იმუნოკომპრომეტირებული (სუსტი იმუნური სისტემა) პირებისთვის?

1:24

გულის გადანერგვის კანდიდატმა ან მიმღებმა უნდა ჩაიტაროს COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია?

1:00
სარჩევი