4
ერთდროული ადმინისტრირება, ინტერვალი დოზებს შორის და ურთიერთჩანაცვლება

შეუძლია თუ არა პირს პირველი, მეორე და/ან ბუსტერ დოზებისთვის მიიღოს სხვადასხვა სახეობის ვაქცინა?

პრიორიტეტული ჯგუფების ვაქცინაციის მაღალი მოცვის მიღწევა უნდა იყოს იმუნიზაციის ეროვნული პროგრამების ყურადღების საგანი მიუხედავად იმისა, ვაქცინაციის სხვადასხვა დოზებისთვის გამოიყენება ვაქცინის იგივე (ჰომოლოგიური განრიგი) თუ განსხვავებული სახეობები (ჰეტეროლოგიური განრიგი).

ვაქცინის პლატფორმების ურთიერთჩანაცვლება მოზრდილთათვის მოქნილობის საშუალებას იძლევა, მაგალითად, შეზღუდული ან არასაიმედო მიწოდების პირობებში. ამასთან, ვიდრე საკმარისი მტკიცებულებები არ იქნება ხელმისაწვდომი COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების პედიატრიული ფორმულირებების ურთიერთჩანაცვლების შესახებ, სტანდარტულ პრაქტიკად რჩება ერთი სახეობის პროდუქტის გამოყენება ბავშვებისთვის პირველადი დოზების დასასრულებლად (12 წლამდე ასაკის პირებში).

ბუსტერის დოზებად გამოსაყენებლად დამტკიცებულია ვარიანტების შემცველი ვაქცინები. ვიდრე მხარდამჭერი მტკიცებულებები არ იქნება ხელმისაწვდომი ან მარეგულირებლის მიერ არ მოხდება მათი დამტკიცება, მათი გამოყენება დაუშვებელია პირველადი სერიის სახით.

თაგები
სარჩევი