CanSino Biologicals-ის მიერ წარმოებული COVID-19-ის საწინააღმდეგო Ad5-nCOV-S ვაქცინა არარეპლიკაციურ ვირუსულ ვექტორულ ვაქცინას წარმოადგენს, რომელსაც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ 2022 წლის მაისში გადაუდებელი გამოყენების ავტორიზაცია (EUL) მიანიჭა. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გადაუდებელი გამოყენების ავტორიზაციის პროცესი აფასებს როგორც ვაქცინის უსაფრთხოებასა და ეფექტურობას, ასევე წარმოების ხარისხს. ყველა ვაქცინა, რომელსაც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გადაუდებელი გამოყენების ავტორიზაცია მიენიჭა, შეიძლება ჩაითვალოს უსაფრთხოდ და ძალზე ეფექტურად COVID-19-ით გამოწვეული მძიმე დაავადების და ჰოსპიტალიზაციის პრევენციისთვის.
2021 წლის 31 დეკემბრისთვის, Ad5-nCoV-S-ის დაახლოებით 58 მილიონი დოზა განაწილდა მსოფლიოში. ეს ვაქცინა რეკომენდებულია 18 წლის და უფროსი ადამიანებისთვის.
იმუნიზაციის ექსპერტთა სტრატეგიულ მრჩეველთა ჯგუფის (SAGE) წინასწარი რეკომენდაციები COVID-19-ის ვაქცინების გამოყენების შესახებ:
https://www.who.int/groups/strategic-advisory-group-of-experts-on-immunization/covid-19-materials