სარგებლობის პირობები

სარგებლობის ეს ვადები და პირობები („სარგებლობის პირობები“) მიესადაგება WHO CC-CHUS-ის ვებსაიტს, რომელიც მდებარეობს მისამართზე www.covid19infovaccines.com, და მის ქვედომენებს (შემდგომში კოლექტიურად „საიტი“). საიტი წარმოადგენს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) პარტნიორი ცენტრის ვაქცინის უსაფრთხოების საკითხებში სანტიაგო-დე-კომპოსტელას უნივერსიტეტის კლინიკური საავადმყოფოს (შემდგომში „WHO CC-CHUS“) და მისი ლიცენზორების საკუთრებას. ამ საიტის გამოყენებით, თქვენ ეთანხმებით სარგებლობის ამ პირობებს; თუ არ ეთანხმებით, არ ისარგებლოთ საიტით.

WHO CC-CHUS იტოვებს უფლებას, რომ შეცვალოს, მოდიფიკაცია გაუკეთოს, დაამატოს ან ამოიღოს სარგებლობის ამ პირობების ნაწილი ნებისმიერ დროს. თქვენს პასუხისმგებლობას წარმოადგენს ცვლილებების სანახავად სარგებლობის პირობების პერიოდული შემოწმება. ცვლილების შესახებ შეტყობინების გამოქვეყნების შემდეგ თქვენს მიერ საიტით სარგებლობის გაგრძელება ნიშნავს თქვენს მიერ ამ ცვლილებების მიღებას და მათზე თანხმობას. თქვენ მიერ სარგებლობის ამ პირობების მიღების პერიოდში, WHO გაძლევთ საიტზე შესვლისა და სარგებლობის პირად, არაგანსაკუთრებულ, გადაცემის გარეშე, შეზღუდული მოხმარების უფლებას.

თქვენ მიერ საიტის გამოყენება

გეკრძალებათ არასანქცირებული წვდომის მიღება საიტის რომელიმე ნაწილზე ან მექანიზმზე, საიტთან ან WHO CC-CHUS-ის სერვერთან დაკავშირებულ სხვა სისტემაზე ან ქსელზე, საიტზე ან მისი მეშვეობით შემოთავაზებულ სხვა რომელიმე სერვისზე ჰაკერული შეტევის, პაროლის „მაინინგის“ ან სხვა უკანონო საშუალებით.

გეკრძალებათ საიტის ან საიტთან დაკავშირებული რომელიმე ქსელის დაუცველობის შემოწმება, სკანირება ან ტესტირება, აგრეთვე გეკრძალებათ საიტზე ან საიტთან დაკავშირებული რომელიმე ქსელზე დაცვის ან ავტორიზაციის მექანიზმების დარღვევა. გეკრძალებათ საიტის ნებისმიერი მომხმარებლის ან სტუმრის, WHO CC-CHUS-ს სხვა ნებისმიერი მომხმარებლის, მათ შორის თქვენს მფლობელობაში არმყოფი WHO CC-CHUS-ს ანგარიშის, უკუდათვალიერება, მისი წყაროს მოძიება ან მოძიების მცდელობა, საიტის და მისი ნებისმიერი სერვისის ან საიტის მეშვეობით ხელმისაწვდომი ან მის მიერ შემოთავაზებული სერვისის ან ინფორმაციის ექსპლუატირება ნებისმიერი ფორმით, რომლის დანიშნულებაა ინფორმაციის გამჟღავნება, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება პირადი მონაცემებით ან ინფორმაციით, გარდა თქვენი საკუთარი ინფორმაციისა, რასაც უზრუნველყოფს სახელმწიფო.

თქვენ თანხმდებით, რომ არ მიმართავთ რაიმე მოქმედებას, რომელიც არაგონივრულ ან არაპროპორციულ ზეწოლას მოახდენს საიტის ინფრასტრუქტურაზე ან WHO CC-CHUS-ის სისტემებზე ან ქსელებზე, ან საიტთან ან WHO CC-CHUS-თან დაკავშირებულ ნებისმიერ სისტემაზე ან ქსელზე.

თქვენ თანხმდებით, რომ არ გამოიყენებთ რაიმე მოწყობილობას, პროგრამას ან რუტინას საიტის გამართული მუშაობის, ან საიტზე რაიმე მიმოცვლის, ან  ნებისმიერი პირის მიერ საიტის მოხმარების შესაფერხებლად ან ამგვარი მცდელობისთვის.

თქვენ გეკრძალებათ სათაო მწკრივის გაყალბება ან სხვა ფორმით იდენტიფიკატორებით მანიპულირება WHO CC-CHUS-ზე, ან საიტზე ან საიტის მეშვეობით შემოთავაზებულ ნებისმიერ სერვისზე, მიწოდებული გზავნილის ან შეტყობინების, წარმოშობის დასაფარად. თქვენ გეკრძალებათ სხვა პირის სახელით მოქმედება, მის წარმომადგენლად თავის წარმოჩინება, ან სხვა პირად ან ორგანიზაციად თავის გასაღება.თქვენ გეკრძალებათ საიტის ან მისი ნებისმიერი შინაარსის რაიმე ისეთი დანიშნულებით გამოყენება, რომელიც უკანონოა ან იკრძალება სარგებლობის ამ პირობებით, ან ნებისმიერი უკანონ მოქმედების ან სხვა მოქმედების შესრულების დაკვეთა, რომელიც არღვევს WHO CC-CHUS-ის ან სხვათა უფლებებს.

პასუხისმგებლობაზე უარის თქმა

გთხოვთ, გაეცნოთ პასუხისმგებლობაზე უარის თქმის („პასუხისმგებლობაზე უარის თქმა“) ნაწილს ყურადღებით, ვიდრე ისარგებლებთ 

 “covid19infovaccines.com” ვებსაიტით, რომელსაც ადმინისტრირებას WHO CC-CHUS უკეთებს.

ამ ვებსაიტზე წარმოდგენილი კონტენტი წარმოადგენს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) პარტნიორი ცენტრის ვაქცინის უსაფრთხოების საკითხებში სანტიაგო-დე-კომპოსტელას უნივერსიტეტის კლინიკური საავადმყოფოს („WHO CC-CHUS“) ინტელექტუალურ საკუთრებას. საავტორო უფლებების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ამ გვერდს.

თუმცა, მაქსიმალურად ვცდილობთ, უზრუნველვყოთ, რომ ამ საიტზე წარმოდგენილი მასალა იყოს ზუსტი და განახლებული (თუ არ არის მითითება საარქივო მასალაზე), ამგვარი მასალა არ წარმოადგენს პროფესიული რჩევის მიცემას. WHO-ს პარტნიორი ცენტრი ვაქცინის უსაფრთხოების საკითხებში სანტიაგო-დე-კომპოსტელას უნივერსიტეტის კლინიკური საავადმყოფო („WHO CC-CHUS“) არ იძლევა გარანტიას და არ აიღებს რაიმე სამართლებრივ პასუხისმგებლობას ამ ვებსაიტზე ან ბმულით დაკავშირებულ ვებსაიტზე წარმოდგენილი ნებისმიერი მასალის სიზუსტეზე, სანდოობაზე, გამოყენებადობაზე ან სისრულეზე. მომხმარებელმა უნდა მიიღოს სათანადო დამოუკიდებელი პროფესიული რჩევა, ვიდრე დაეყრდნობა ან აიღებს რაიმე ვალდებულებას აქ გამოქვეყნებული მასალის საფუძველზე, რომელიც გამოქვეყნებულია მხოლოდ და მხოლოდ საინფორმაციო და საცნობარო დანიშნულებით. ამ ვებსაიტზე შესვლით, თქვენს თავზე იღებთ ამ ვებსაიტის გამოყენებასთან დაკავშირებით ყველა სახის რისკს, მათ შორის ვირუსის რისკს თქვენი კომპიუტერისთვის, კომპიუტერული პროგრამისთვის ან მონაცემებისთვის, რომელიც შეიძლება გადაიცეს, ჩამოიტვირთოს ან გააქტიურდეს ამ ან გარეშე ვებსაიტით ან/და კონტენტით სარგებლობის შედეგად. მასალა, შეხედულებების შეჯამება, სტანდარტები ან მესამე მხარის რეკომენდაციები, რომელიც შეიძლება აგრეთვე იყოს წარმოდგენილი ამ ვებსაიტზე არ არის სავალდებულო ასახავდეს WHO-ს პარტნიორი ცენტრის ვაქცინის უსაფრთხოების საკითხებში მოსაზრებებს ან მიუთითებდეს მოქმედების კონკრეტული კურსის ვალდებულებას.

WHO CC-CHUS-ს არ გააჩნია უშუალო კონტროლი ბმულით დაკავშირებული ვებსაიტების რაიმე კონტენტზე, ან ცვლილებებზე, რომლებიც შეიძლება განიცადოს ამ ვებსაიტების კონტენტმა. გარეშე ვებსაიტებზე ბმულები წარმოდგენილია კეთილი განზრახვით, თუმცა თავად მომხმარებლის პასუხისმგებლობაა საკუთარი გადაწყვეტილების მიღება ბმულებით დაკავშირებულ ვებსაიტებზე განთავსებული ინფორმაციის სიზუსტეზე, გამოყენებადობაზე, სანდოობასა და სისრულეზე. ბმულები გარეშე ვებსაიტებზე არ წარმოადგენს აღიარებას ან რეკომენდაციის გაწევას ამგვარი ვებსაიტების ან მათი მხრიდან ან მეშვეობით შემოთავაზებული მასალის ან ნებისმიერი მესამე მხარის პროდუქტის ან სერვისის შესახებ. ამ ვებსაიტის მიერ მოწოდებული ბმულებზე შემსვლელი მომხმარებლები არიან პასუხისმგებლები, გაარკვიონ, რომელი ორგანიზაცია აკეთებს ამ ვებსაიტების ჰოსტინგს. 

ამასთან, WHO CC-CHUS იხსნის ყოველგვარ პასუხისმგებლობას კანონით დაშვებული მაქსიმალური ფორმით. WHO CC-CHUS ცდილობს, შეინარჩუნოს მისი ვებსაიტის ფუნქციონირება უწყვეტ ონლაინ რეჟიმში. თუმცა, WHO CC-CHUS არ არის პასუხიმგებელი ისეთ შემთხვევებზე, როდესაც ვებსაიტი დროებით არ იქნება მისაწვდომი მისი კონტროლის მიღმა ტექნიკური პრობლემების შედეგად. 

ვიტოვებთ უფლებას, შევცვალოთ ეს პოლიტიკა ნებისმიერ დროს. თუ გსურთ, ინფორმირებული იყოთ უახლესი განახლების შესახებ, გირჩევთ, ხშირად ესტუმროთ ამ გვერდს.

ამ პლატფორმაზე წარმოდგენილი მასალა დამზადებულია ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით. მისი კონტენტი წარმოადგენს უშუალოდ WHO-ს პარტნიორი ცენტრის ვაქცინის უსაფრთხოების საკითხებში პასუხისმგებლობას და არ არის სავალდებულო, ასახავდეს ევროკავშირის მოსაზრებებს.