1
ზოგადი კითხვები

როგორ მუშაობს განახლებული ბივალენტური COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინები?

განახლებული ბივალენტური ვაქცინები მუშაობს იმგვარად, როგორც ორიგინალი ვაქცინები: ამზადებს სხეულს COVID-19-ისგან თავის დასაცავად. თითოეული ვაქცინა შეიცავს მოლეკულებს, რომელთაც მ-რნმ ეწოდებათ. მათ მიღებული აქვთ ინსტრუქციები ორიგინალი SARS-CoV-2 და ომიკრონის ქვევარიანტების სპაიკ ცილების დასამზადებლად. სპაიკ ცილა - ცილაა ვირუსის ზედაპირზე, რომელიც ვირუსს სხეულის უჯრედებში შესაღწევად სჭირდება და შეიძლება განსხვავდებოდეს ვირუსის შტამის მიხედვით. ვაქცინების ადაპტირების მიზანს წარმოადგენს COVID-19-ის საწინააღმდეგო ვირუსის სხვადასხვა შტამებისგან დაცვის უზრუნველყოფა.

როდესაც პირს უტარდება ვაქცინაცია ერთ-ერთი ასეთი ვაქცინით, ზოგიერთი უჯრედი წაიკითხავს მ-რნმ ინსტრუქციას და დროებით გამოიმუშავებს სპაიკ ცილებს. შემდეგ ადამიანის იმუნური სისტემა ამ ცილებს უცხო სხეულად ამოიცნობს და მათ წინააღმდეგ ბუნებრივ თავდაცვას დროებით გაააქტიურებს - ანტისხეულებსა და T-უჯრედებს.

თუ ვაქცინირებული ადამიანი მოგვიანებით ვირუსთან კონტაქტში შევა, იმუნური სისტემა ამოიცნობს ზედაპირზე სპაიკ ცილებს და მზად იქნება მასზე თავდასხმისთვის. ანტისხეულებს და იმუნურ უჯრედებს შეუძლიათ ერთად მუშაობით COVID-19-სგან დაცვა ვირუსის გასანადგურებლად, სხეულის უჯრედებში მისი შესვლის თავიდან აცილებით და ინფიცირებული უჯრედების განადგურებით.

ვაქცინების მ-რნმ მოლეკულები სხეულში არ რჩებიან, არამედ ვაქცინაციის შემდეგ მალევე იშლებიან.

თაგები

COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინები და ვაქცინაციის განმარტება - შესავალი

2:39

ვაქცინა გიცავს COVID-19-ის მძიმე შემთხვევებისგან.

1:34

რატომ ხვდებიან COVID-19-ით ინფიცირებული ვაქცინირებული ადამიანები საავადმყოფოში?

0:57

როგორ მოხდა ვაქცინების შემუშავება ასეთი რეკორდული სიჩქარით, ხარისხისა და უსაფრთხოების შენარჩუნებით?

2:29

რა არის კლინიკური კვლევები და არის თუ არა ისინი საკმარისი, ვაქცინის უსაფრთხოების დასადასტურებლად?

3:21

როგორ მუშაობს mRNA ვაქცინები, როგორიცაა Pfizer-BioNTech-ისა და Moderna-ს COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინები?

2:13

როგორ მუშაობენ ვექტორული ვაქცინები?

0:41

როგორ უნდა ვუპასუხოთ განცხადებებს, რომ mRNA ვაქცინამ შეიძლება გამოიწვიოს გენეტიკური ცვლილება და რომ ამას უახლოეს ათწლეულებში ვიხილავთ?

2:36

როგორ მუშაობენ ცილაზე დაფუძნებული ვაქცინები?

3:44

როგორ გავიგო, COVID-19-ის საწინააღმდეგო რომელი ვაქცინა ავირჩიო ან რეკომენდაცია გავუწიო?

0:45

რა ანალიზები და გამოკვლევები უნდა ჩატარდეს COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციამდე?

0:57

შეიძლება თუ არა SARS-CoV-2 ვირუსის ახალმა ვარიანტმა გამოიწვიოს უფრო მძიმე დაავადება?

1:40

რატომ უნდა მოხდეს ხანდაზმული ადამიანების ვაქცინაცია?

1:33

იქნება თუ არა ვაქცინაცია საჭირო COVID-19-ის ენდემურობის შემთხვევაში?

1:01

არის საჭირო COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შემდეგ სამედიცინო დაწესებულებაში 15-30 წუთის განმავლობაში დარჩენა?

1:42

შესაძლებელია COVID-19-ით ინფიცირება სამედიცინო დაწესებულებაში იმუნიზაციის მიზნით ვიზიტის დროს?

1:12

რას წარმოადგენს COVID-19-ის საწინააღმდეგო ეგრეთ წოდებული ბივალენტური ბუსტერ ვაქცინები?

5:07

როგორია განახლებული COVID-19-ის საწინააღმდეგო ბივალენტური ბუსტერ ვაქცინების გამოყენების რეკომენდაცია?

2:15

როგორ მუშაობს განახლებული ბივალენტური COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინები?

1:52
სარჩევი