12
Janssen COVID-19 ვაქცინა (Johnson & Johnson)

რა არის ყველაზე ხშირი და იშვიათი გვერდითი რეაქციები, რომლებიც დაკავშირებულია Janssen-ის COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის გამოყენებასთან?

2021 წლის 31 აგვისტოს მდგომარეობით, Janssen-ის ვაქცინის (Ad26.COV2.S) დაახლოებით 33,5 მილიონი დოზა იქნა ადმინისტრირებული მთელ მსოფლიოში. Janssen-ის COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის ყველაზე გავრცელებული გვერდითი მოვლენები იყო ტკივილი ინექციის ადგილზე, თავის ტკივილი, დაღლილობა, კუნთების ტკივილი და გულისრევა. ეს რეაქციები იყო მსუბუქი ან ზომიერად მძიმე და ქრებოდა ვაქცინაციიდან 1-2 დღის შემდეგ.

ვაქცინის უსაფრთხოებაზე პოსტმარკეტინგული მეთვალყურეობის შედეგად დაფიქსირდა შემდეგი წუხილის გამომწვევი იშვიათი გვერდითი მოვლენები: თრომბოზული თრომბოციტოპენიური სინდრომი (TTS), რომელიც განვითარდა დაახლოებით 2 შემთხვევის სიხშირით შეყვანილ 1 მილიონ დოზაზე, გიიენ-ბარეს სინდრომი (GBS) - 7-8 შემთხვევა შეყვანილ 1 მილიონ დოზაზე და კაპილარული გაჟონვის სინდრომი (CLS) 0.21 შემთხვევა 1 მილიონ დოზაზე, ამ სინდრომის ისტორიის მქონე ადამიანების ჩათვლით.

ქვეყნებში, სადაც SARS-CoV-2 აგრძელებს საზოგადოებაში გავრცელებას, ვაქცინაციის სარგებელი COVID-19-ისგან დასაცავად ბევრად აღემატება იშვიათი გვერდითი მოვლენების რისკს. სარგებელი-რისკის თანაფარდობა ყველაზე დიდია ხანდაზმულ ასაკობრივ ჯგუფებში, რადგან ასაკთან ერთად იზრდება COVID-19 დაავადების მძიმე შედეგების, მათ შორის COVID-19-თან დაკავშირებული თრომბოემბოლიური მოვლენების რისკი.

მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ სერიოზული გვერდითი მოვლენები ძალიან იშვიათია და განკურნებადია, როდესაც დიაგნოსტირება ადრეულ ეტაპზე ხდება, და რომ რისკი უფრო მაღალია COVID-19 დაავადებით, ვიდრე ვაქცინაციის შემდეგ.

თაგები
სარჩევი