8
მარეგულირებელი ორგანოების მეირ დამტკიცება

რას ნიშნავს გადაუდებელი გამოყენების ავტორიზაცია?

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) გადაუდებელი გამოყენების რეესტრი (EUL) ეფუძნება ვაქცინების სიღრმისეულ შეფასებას, რომლის საბოლოო მიზანია, გახადოს ისინი უფრო ხელმისაწვდომი საზოგადოებრივი ჯანმრთელობის გადაუდებელი შემთხვევების შედეგად დაზარალებული ადამიანებისთვის. რეესტრი საშუალებას აძლევს ქვეყნებს, რომლებსაც არ აქვთ კარგად ჩამოყალიბებული მარეგულირებელი სისტემები და ეყრდნობიან ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ობიექტურ და დეტალურ მონაცემთა ანალიზს, დააჩქარონ ვაქცინების იმპორტისა და მარეგულირებელი ორგანოს მიერ გამოყენების დამტკიცების პროცესები. ის ასევე საშუალებას აძლევს UNICEF-ს და ჯანმრთელობის პანამერიკულ ორგანიზაციას, შეიძინონ ვაქცინები საჭიროების მქონე ქვეყნებში გასავრცელებლად.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) უკვე შეიტანა რამდენიმე ვაქცინა COVID-19-ის წინააღმდეგ გადაუდებელი გამოყენების რეესტრში. WHO და პარტნიორები დაუღალავად მუშაობენ სხვა ვაქცინების შეფასების ჩასატარებლად, რომლებიც აკმაყოფილებენ უსაფრთხოებისა და ეფექტურობის სტანდარტებს. ჩვენ მოვუწოდებთ ვაქცინის სხვა შემქმნელებს, წარადგინონ განაცხადები მათი პროდუქტების განხილვისა და შეფასებისთვის. უაღრესად მნიშვნელოვანია ვაქცინების საჭირო რაოდენობის უზრუნველყოფა, რათა ისინი ხელმისაწვდომი გახდეს მსოფლიოს ყველა ქვეყანაში და შეაჩეროს პანდემია.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას (WHO) გადაუდებელი გამოყენების ჩამონათვალი:

  • მიზნად ისახავს დააჩქაროს უსაფრთხო და ხარისხიანი ვაქცინების ხელმისაწვდომობა,
  • საშუალებას აძლევს გაეროს აწარმოოს შესყიდვები და მხარს უჭერს წევრი სახელმწიფოების გადაწყვეტილებებს,
  • მოიცავს კლინიკური კვლევების, წარმოებისა და მარეგულირებელი მონაცემების მკაცრ შეფასებას
თაგები
სარჩევი