8
მარეგულირებელი ორგანოების მეირ დამტკიცება

ზოგიერთი COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა, რომელიც უკვე გამოიყენება ქვეყნებში, არ არის ავტორიზებული ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ (WHO) მიერ. არის თუ არა ისინი უსაფრთხო და ეფექტური?

დღემდე, ჯანმრთელობის მსოფლი ორგანიზაციამ (WHO) ავტორიზაცია მისცა რამდენიმე COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინას და შეიყვანა გადაუდებელი გამოყენების რეესტრში. სხვა ვაქცინები, რომლებიც ჯერ არ არის დამტკიცებული ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მიერ, ან განხილვის პროცესშია, ან არ არის წარმოდგენილი მწარმოებლების მიერ ამ შეფასებისთვის. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მიერ შეფასების და დამტკიცების არარსებობა სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ვაქცინა არ აკმაყოფილებს უსაფრთხოებისა და ეფექტურობის მოთხოვნებს, მაგრამ ეს ხელს შეუშლის WHO-ს შექმნას კონკრეტული რეკომენდაციები ასეთ ვაქცინაზე და გაავრცელოს იგი გაეროს სისტემის სააგენტოების მეშვეობით.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) გადაუდებელი გამოყენების რეესტრი საშუალებას აძლევს ქვეყნებს, რომლებიც ცდილობენ დაიცვან თავიანთი სამედიცინო პერსონალი და მაღალი რისკის ქვეშ მყოფი მოსახლეობა, მიიღონ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინები დაჩქარებულ რეჟიმში. სიაში ვაქცინის ჩართვა წინაპირობაა ამ ვაქცინის მიწოდებისთვის COVAX-ის მექანიზმის მეშვეობით და ის ასევე ეხმარება ქვეყნებს, დააჩქარონ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების იმპორტისა და ვაქცინაციის მარეგულირებელი ავტორიზაციის პროცესი.

  • ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია ანიჭებს გადაუდებელი გამოყენების რეესტრის (EUL) სტატუსს იმ ვაქცინებს, რომლებიც მკაცრად იქნა შეფასებული უსაფრთხოებისა და ეფექტურობის თვალსაზრისით.
  • ეროვნულად დამტკიცებული ვაქცინები, რომლებიც ჯერ არ არის WHO EUL სიაში, ასევე შეიძლება იყოს უსაფრთხო და ეფექტური, მაგრამ WHO-მ ჯერ ვერ შეძლო ამის შეფასება.
თაგები
სარჩევი