11
Vaxzevria – Oxford-AstraZeneca ვაქცინა

არის თუ არა Vaxzevria, Oxford-AstraZeneca-ს ვაქცინა უსაფრთხო?

AstraZeneca-ს ვაქცინა უსაფრთხო და ეფექტურია COVID-19-თან დაკავშირებული უკიდურესად სერიოზული რისკებისგან, მათ შორის სიკვდილის, ჰოსპიტალიზაციისა და მძიმე ავადმყოფობისგან დასაცავად.

ვაქცინაციის შემდეგ გავრცელებული, მსუბუქი სიმპტომებია: მგრძნობელობა, ტკივილი, სიცხე, სიწითლე, ქავილი, შეშუპება ან სისხლჩაქცევა ინექციის ადგილზე, დაღლილობა, თავის ტკივილი, ცხელება, გულისრევა ან კუნთების ტკივილი.

იყო შეტყობინებები თრომბის წარმოქმნის ძალიან იშვიათი შემთხვევების შესახებ, თრომბოციტების დაბალ რაოდენობასთან ასოცირებული ChAdOx1-S [რეკომბინანტის] მიღებიდან 3-30 დღის შემდეგ, რაც აღწერილია, როგორც თრომბოზული თრომბოციტოპენიური სინდრომი (TTS). გაერთიანებული სამეფოს (2021 წლის 14 ივნისის მდგომარეობით) და ევროკავშირის მონაცემების ვარაუდით, TTS-ის განვითარების რისკი არის დაახლოებით 1 ყოველ 100 000 ვაქცინირებულ ზრდასრულ ადამიანში.

ასევე დაფიქსირდა გიიენ-ბარეს სინდრომის (GBS) იშვიათი შემთხვევები ამ ვაქცინით აცრის შემდეგ.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) განიხილა ყველა მტკიცებულება ამ იშვიათი მოვლენების შესახებ და დაასკვნა, რომ ამ ვაქცინების სარგებელი მძიმე ავადმყოფობისა და სიკვდილიანობის პრევენციაში ბევრად აღემატება მცირე რისკებს. გარდა ამისა, WHO და ქვეყნები ატარებენ კვლევას და ახორციელებენ მოქმედებებს ამ მცირე რისკების შემდგომ შესამცირებლად.

ჯანდაცვის პერსონალი ყურადღებით უნდა იყოს თრომბოემბოლიის ან/და თრომბოციტოპენიის ნიშნებსა და სიმპტომებზე. ვაქცინირებულებს უნდა მიეცეთ ინსტრუქცია, რომ დაუყოვნებლივ მიმართონ სამედიცინო დახმარებას, თუ მათ ვაქცინაციის შემდეგ განუვითარდებათ ისეთი სიმპტომები, როგორიცაა ქოშინი, გულმკერდის ტკივილი, ფეხების შეშუპება, მუცლის მუდმივი ტკივილი. გარდა ამისა, ყველას, ვისაც აქვს ნევროლოგიური სიმპტომები, მათ შორის ძლიერი ან მუდმივი თავის ტკივილი და ბუნდოვანი ხედვა ვაქცინაციის შემდეგ, ან ვისაც აქვს კანის სისხლჩაქცევა (პეტექია) ვაქცინაციის ადგილას რამდენიმე დღის შემდეგ, უნდა სასწრაფოდ მიმართოს ექიმს.

მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ სერიოზული გვერდითი რეაქციები ძალზე იშვიათია და განკურნებადია ადრეული დიაგნოსტირებისას და რომ რისკი უფრო მაღალია COVID-19 დაავადებით, ვიდრე ვაქცინაციის შემდგომ.

განახლებული ინფორმაცია (მარტი 2023):

ოქსფორდ-ასტრაზენეკათი ვაქცინაციის შემდეგ, დაფიქსირდა გიიენ-ბარეს სინდრომის (GBS) იშვიათი შემთხვევების შესაძლო რისკი. გიიენ-ბარეს სინდრომი ასევე შეიძლება განვითარდეს COVID-19-ის და სხვა ვირუსული ინფექციების შემდეგ. გიიენ-ბარეს სინდრომი იშვიათია და მკურნალობას ექვემდებარება ადრეული დიაგნოსტიკის შემთხვევაში. ოქსფორდ-ასტრაზენეკათი ვაქცინაციის შემდეგ ასევე დაფიქსირდა კაპილარული გაჟონვის სინდრომის (CLS) ძალიან იშვიათი შემთხვევები, დაახლოებით 1 შემთხვევა 5 მილიონ დოზაზე.

იმუნიზაციის ექსპერტთა სტრატეგიულ მრჩეველთა ჯგუფის (SAGE) წინასწარი რეკომენდაციები COVID-19-ის ვაქცინის გამოყენებაზე (

https://www.who.int/groups/strategic-advisory-group-of-experts-on-immunization/covid-19-materials)

თაგები
სარჩევი