11
Vaxzevria – Oxford-AstraZeneca ვაქცინა

მივიღე AstraZeneca ვაქცინა და მაქვს თავის ტკივილი, სასწრაფოდ უნდა მივმართო ექიმს?

თავის ტკივილი ერთ-ერთი ყველაზე ხშირი სიმპტომია, რომელიც შეიძლება გამოვლინდეს ნებისმიერი ვაქცინის, და არა მხოლოდ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების მიღების შემდეგ. ასევე ხშირია დაღლილობა, მიალგია და შემცივნების შეგრძნება. ზოგადად, ეს სიმპტომები ქრება ვაქცინაციის შემდეგ პირველი 24-48 საათის განმავლობაში სპეციფიკური მკურნალობით ან მის გარეშე, ამიტომ ექიმთან დაუყონებლივ კონსულტაცია საჭირო არ არის.

თუ თავის ტკივილი ინტენსიურია, გრძელდება 3 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში, მატულობს მოძრაობასთან ან წოლისას და არ ქრება ჩვეულებრივი ანალგეტიკებით, ან თუ მას ახლავს კანზე სისხლძარღვთა დაზიანება (პეტექია, ჰემატომები), საჭიროა დაუყოვნებლივ მიმართოთ ექიმს.

თაგები
სარჩევი