არ იქნა ნაპოვნი ქრონიკული დაავადებები იმ პირებში, რომლებსაც განუვითარდათ თრომბოზული თრომბოციტოპენიური სინდრომი (TTS) AstraZeneca-ს ვაქცინის მიღების შემდეგ და დღემდე არც ერთი ქრონიკული მდგომარეობა არ არის უკუნაჩვენები AstraZeneca-ს პროდუქტით ვაქცინაციისთვის და არ საჭიროებს განსაკუთრებულ სიფრთხილის ზომებს. იშვიათი სისხლის შედედება, როგორიცაა ცერებრალური ვენების თრომბოზი, უფრო ხშირია ორსულებში ან მშობიარობის შემდგომ ქალებში. ამ მოვლენების სხვა რისკის ფაქტორები მოიცავს ორალური კონტრაცეპტივების ახლახან დაწყებულ მიღებას, სეფსისს, კიბოს და პათოლოგიას, რომელიც ზრდის სისხლის შედედების ალბათობას, როგორიცაა ფაქტორი V (ფაქტორი ლეიდენი) დეფიციტი ან ლუპუსი (მჭამელა). თუმცა, არც ერთ ამ მდგომარეობას არ ახლავს თრომბოციტოპენია; არც ეს პირობები არის დადგენილი TTS-ის რისკის ფაქტორად, ამიტომ არც ერთი მათგანი არ წარმოადგენს უკუჩვენებას COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის მიმართ.
განახლებული ინფორმაცია (მარტი 2023): ვაქცინაციის შემდეგ, თრომბოზული თრომბოციტოპენიური სინდრომის (TTS) იშვიათი შემთხვევები წარმოადგენს მომდევნო ჯერზე იმავე ვაქცინის გაკეთების უკუჩვენებას.