4
ერთდროული ადმინისტრირება, ინტერვალი დოზებს შორის და ურთიერთჩანაცვლება

არსებობს თუ არა მინიმალური და მაქსიმალური დროის ინტერვალი COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის დოზებს შორის?

დროული დაცვის მიზნით, უმჯობესია ვაქცინის დოზების ადმინისტრირება რეკომენდებული დროის ინტერვალით. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით, ვაქცინაციის პირველად დოზებს შორის ინტერვალი 8-დან 12 კვირამდეა.

არ არსებობს მეორე ან შემდგომი დოზების მისაღებად მაქსიმალური ზღვარი; თუ ვერ ხერხდება დაგვიანების თავის არიდება, არასოდეს არის გვიან გამოტოვებული დოზის გაკეთება. დოზებს შორის რეკომენდებული მინიმალური ინტერვალი არ უნდა შემცირდეს, რადგან მნიშვნელოვანია, რომ იმუნურ სისტემას რეაგირების გამოსამუშავებლად საკმარისი დრო ჰქონდეს.

განახლებული ინფორმაცია (მარტი 2023):

4-6 თვიანი ინტერვალი, პირველადი კურსის დასრულებიდან პირველი ბუსტერ დოზის გაკეთებამდე და ბუსტერ დოზებს შორის, შეიძლება ჩაითვალოს ზოგად პრინციპად.

თაგები
სარჩევი