04
ერთდროული ადმინისტრირება, ინტერვალი დოზებს შორის და ურთიერთჩანაცვლება

შეიძლება თუ არა სხვადასხვა ვაქცინის გამოყენება პირველი, მეორე ან/და ბუსტერ დოზებისთვის?

ვაქცინაციის მაღალი დაფარვის მიღწევა პრიორიტეტული მოსახლეობის ჯგუფებში უნდა დარჩეს იმუნიზაციის ეროვნული პროგრამების პრიორიტეტად. ამ შემთხვევაში ერთი და იგივე ვაქცინები შეიძლება გამოვიყენოთ სხვადასხვა დოზებისთვის (ჰომოლოგიური განრიგი) ან სხვადასხვა ვაქცინებისთვის (ჰეტეროლოგიური განრიგი).

სხვადასხვა ტექნოლოგიურ პლატფორმაზე შემუშავებული ვაქცინების ურთიერთჩანაცვლება ვაქცინაციისადმი მოქნილი მიდგომის საშუალებას იძლევა, მაგალითად, შეზღუდული ან არაპროგნოზირებადი მარაგების შემთხვევაში.

ვაქცინის პრეპარატების ხელმისაწვდომობიდან გამომდინარე, პირს, რომელიც იღებს ინაქტივირებული ვაქცინის პირველ დოზას, შეიძლება მიეცეს შემდგომი დოზები ვექტორის ან mRNA ვაქცინის გამოყენებით; ვექტორული ვაქცინებით ვაქცინირებულ პირს, როგორც სტანდარტული კურსის ნაწილი, შეიძლება ჩაუტარდეს mRNA ვაქცინები შემდგომი დოზებისთვის; და პირს, რომელმაც მიიღო mRNA ვაქცინა, როგორც პირველადი ვაქცინაციის კურსის ნაწილი, შემდეგ შეიძლება მიეცეს ვექტორული ვაქცინები შემდგომი დოზებისთვის.

თაგები
სარჩევი