4
ერთდროული ადმინისტრირება, ინტერვალი დოზებს შორის და ურთიერთჩანაცვლება

შეიძლება თუ არა COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინისა და გრიპის (ან სხვა) ვაქცინის ადმინისტრირება ერთი ვიზიტის დროს?

COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინისა და სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის ერთსა და იმავე დროს აცრას რამდენიმე უპირატესობა აქვს: ნაკლები ვიზიტები სამედიცინო დაწესებულებებში, დროული დაცვა ორივე დაავადებისგან და ჯანდაცვის სერვისებზე საერთო დატვირთვის შემცირება.

ამჟამად ხელმისაწვდომი შეზღუდული მონაცემები მიუთითებს, რომ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების და სხვა ინფექციების საწინააღმდეგო ინაქტივირებული ვაქცინების ერთდროული მიღება მისაღებია იმუნოგენურობისა და რეაქტოგენურობის თვალსაზრისით.

აქედან გამომდინარე, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO) მიიჩნევს, რომ ინაქტივირებული სეზონური გრიპის ვაქცინის და COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის ნებისმიერი დოზის ერთდროული გამოყენება მისაღებია, განსაკუთრებით გრიპის ვირუსით ან SARS-CoV-2-ით ინფექციის დროს, მძიმე დაავადების მნიშვნელოვანი რისკის გათვალისწინებით მოზრდილებში. თეორიული შეშფოთების არარსებობის მიუხედავად, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO) რეკომენდაციას უწევს საპირისპირო კიდურების გამოყენებას ამ ვაქცინების შესაყვანად, როდესაც ორი ვაქცინის შეყვანა ერთი და იმავე ვიზიტის დროს ხდება, რათა მინიმუმამდე დავიდეს ნებისმიერი რისკი. რეკომენდებულია ორი ვაქცინის ერთდროული მიღების უწყვეტი ფარმაკოლოგიური მონიტორინგი [^1].

 

წყარო:

  1. Coadministration of seasonal inactivated influenza and COVID-19 vaccines: interim guidance, 21 October 2021. https://apps.who.int/iris/handle/10665/346897
თაგები
სარჩევი