2
ვაქცინები და ინფექცია

როგორ შეგვიძლია დავუბრუნდეთ ნორმალურ ცხოვრებას, თუ ვირუსი უფრო სწრაფად განიცდის მუტაციას, ვიდრე მეცნიერებს შეუძლიათ ვაქცინის ადაპტირება?

უპირველესი პრიორიტეტია სიცოცხლის გადარჩენა და ეპიდემიის კონტროლი. COVID-19-ის აღმოფხვა ან აღმოფხვრის შესაძლებლობა დამოკიდებულია უამრავ ფაქტორზე, მათ შორის, რამდენ ხანს ნარჩუნდება იმუნიტეტი ვაქცინაციის შემდეგ და რამდენად კარგად შეუძლიათ ვაქცინაციის პროგრამებს მაღალი დაფარვის მიღწევა.

უაღრესად ეფექტური ვაქცინის არსებობაც კი არ არის გარანტია იმისა, რომ ჩვენ შევძლებთ ვირუსის აღმოფხვრას. ეფექტური გლობალური ვაქცინაციის პროგრამის გათვალისწინებით, ერთ-ერთი სავარაუდო სცენარი შეიძლება იყოს ის, რომ SARS-CoV-2 საბოლოოდ გადაიქცევა დაბალი საფრთხის ენდემურ ვირუსად.

ნებისმიერ შემთხვევაში, ვაქცინის მწარმოებლები მზად არიან მოარგონ თავიანთი ვაქცინები ახალ ვარიანტებს. და რაც მთავარია, ვირუსები მუტაციას განიცდიან მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მათ შეუძლიათ გამრავლება და ამისთვის მათ სჭირდებათ ინფიცირება. ამრიგად, ინფექციის თავიდან აცილება ყველა არსებული საშუალებით არის საუკეთესო რამ, რისი გაკეთებაც შეგვიძლია საკუთარი თავის დასაცავად და ვირუსის ევოლუციის თავიდან ასაცილებლად.

თაგები
სარჩევი