2
ვაქცინები და ინფექცია

თუ ვაქცინირებული ან არავაქცინირებული პირი დაინფიცირდება COVID-19-ით, მკურნალობა ანტიბიოტიკებით უნდა ჩატარდეს?

ანტიბიოტიკებით მკურნალობენ ბაქტერიებს, რაც ანადგურებს ან ამცირებს მათ ზრდას. COVID-19 - ვირუსული დაავადებაა და არ არსებობს ისეთი ანტიბიოტიკი, რომელიც გაანადგურებს COVID-19-ის გამომწვევ SARS-CoV-2-ის ვირუსს.

COVID-19-ის დაავადებამ შეიძლება გამოიწვიოს ფილტვის ვირუსული ინფექცია (ვირუსული პნევმონია). ვირუსული პნევმონიით დაავადებული პაციენტების მცირე ნაწილს ასევე შეიძლება ფილტვებში განუვითარდეს ბაქტერიული ინფექცია. თუ დადგინდა მეორადი ბაქტერიული ინფექცია, შეიძლება საჭირო გახდეს მისი ანტიბიოტიკებით მკურნალობა. მიუხედავად იმისა, არის თუ არა პირი COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრილი, თუ მას ბაქტერიული ინფექცია არ დაუდგინდა, ანტიბიოტიკების გამოყენება არ არის საჭირო.

ანტიბიოტიკებით მკურნალობის არასაჭირო დანიშვნა ხელს უწყობს ანტიმიკრობული რეზისტენტობის განვითარებას.

თაგები
სარჩევი