თითოეული ქვეყანა თვითონ იღებს გადაწყვეტილებას, აღიარებს თუ არა კონკრეტულ ვაქცინას. ზოგადად, ქვეყნების უმეტესობა აღიარებს ვაქცინებს, რომელთაც გამოყენების ავტორიზაცია სამკურნალო საშუალებების მარეგულირებელმა სახელმწიფო ორგანომ მიანიჭა ან რომელთაც გააჩნიათ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გადაუდებელი გამოყენების ავტორიზაცია.
უკრაინაში რეგისტრირებულ ყველა ვაქცინას გააჩნია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გადაუდებელი გამოყენების ავტორიზაცია. მნიშვნელოვანია COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების აღიარებასთან დაკავშირებით მასპინძელი ქვეყნის პოლიტიკისა და ვაქცინის მიღების მსურველთათვის ქვეყნის სახელმძღვანელო მითითებების შემოწმება.
ყოველთვის მნიშვნელოვანია COVID-19-ის საწინააღმდეგო ნებისმიერი მიღებული ვაქცინის რეგისტრაციის ჩანაწერის შენახვა, რადგან ეს შეიძლება საჭირო გახდეს მოგზაურობის და დაწესებულებებში შესვლის გასაადვილებლად, მასპინძელ ქვეყანაში მოქმედი კონკრეტული რეგლამენტიდან გამომდინარე. ამ დოკუმენტაციის გამოყენება ასევე შეიძლება ვაქცინაციის შემდგომი დოზების ჩატარებაზე გადაწყვეტილების მისაღებად COVID-19-სგან მაქსიმალური დაცვის უზრუნველსაყოფად უკრაინაში დაბრუნების შემდეგ.