ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გაიდლაინების თანახმად, რომელიც ეფუძნება რამდენიმე COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის ზრდასრულთათვის განკუთვნილი სხვა ვაქცინების ერთობლივად გამოყენების კვლევებს, COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინები შეიძლება გაკეთდეს ერთდროულად (იმავე ვიზიტის დროს), ან ნებისმიერ დროს ზრდასრულთათვის განკუთვნილ სხვა ვაქცინებთან ერთად, აქ იგულისხმება ცოცხალი ატენუირებული, ინაქტივირებული, ადიუვანტური ან არაადიევანტური ვაქცინები.
ერთდროული გამოყენებისას, ვაქცინების შეყვანა უნდა მოხდეს ცალკეული შპრიცების საშუალებით, ცალკეულ ადგილებში, სასურველია სხვადასხვა კიდურებზე.
ბავშვებისა და მოზარდებისთვის, ერთობლივი გამოყენების კვლევებიდან ამჟამად არსებული მტკიცებულებები არასაკმარისია. მიუხედავად ამისა, შესაძლებელია ზრდასრულებში გამოყენებული პრინციპის მისადაგება. ყოველი შესაძლებლობა ან ვიზიტი ჯანდაცვის მომსახურების მიმწოდებელთან უნდა იქნეს გამოყენებული გაცდენილი ვაქცინის გასაკეთებლად მაქსიმალური დაცვის მიღებისთვის.