16
COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია და უკრაინის კრიზისი

თუ ადამიანმა ისეთი ვაქცინა მიიღო საზღვარგარეთ, რომელიც უკრაინაში რეგისტრირებული არ არის, უკრაინა ასეთ ვაქცინაციას აღიარებს?

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გადაუდებელი გამოყენების ავტორიზაციის მქონე ყველა ვაქცინა უსაფრთხო და ეფექტურია COVID-19-ის ინფექციის მძიმე ფორმების წინააღმდეგ. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია მიესალმება სახელმწიფოების გადაწყვეტილებას, აღიარონ ვაქცინის ყველა დოზა, რომელიც ადმინისტრირებულია გადაუდებელი გამოყენების ავტორიზაციის ფარგლებში.

ვაქცინების აღიარება და ასევე პოტენციურად მათი რეგისტრაცია ეროვნულ მონაცემთა ბაზებში შეიძლება განსხვავდებოდეს ქვეყნების მიხედვით. უკრაინაში ეროვნულ ელექტრონულ სისტემაში ამჟამად მხოლოდ ეროვნულ დონეზე რეგისტრირებული ვაქცინების აღრიცხვა ხდება.

მიუხედავად ამისა, მნიშვნელოვანია პირმა შეინახოს ნებისმიერი გადაუდებელი გამოყენების ავტორიზაციის მქონე ვაქცინით აცრის დამადასტურებელი საბუთი ვაქცინაციის სტატუსის დასაბუთებისა და პირის ჯანდაცვის მომსახურების მიმწოდებლის მიერ ვაქცინაციის შემდგომი გადაწყვეტილებების ინფორმირების მიზნით, როგორც ეს რეკომენდებულია ეროვნული ჯანდაცვის ორგანოების მიერ.

თაგები

თუ პირს გააჩნია უკრაინის ფარგლებს გარეთ გაცემული COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტი, უკრაინაში დაბრუნებისთანავე ვაქცინაციის პროცესი თვიდან უნდა დაიწყოს, თუ შეუძლია გეგმით გათვალისწინებული შემდეგი დოზა გაიკეთოს?

1:20

თუ ადამიანმა ისეთი ვაქცინა მიიღო საზღვარგარეთ, რომელიც უკრაინაში რეგისტრირებული არ არის, უკრაინა ასეთ ვაქცინაციას აღიარებს?

1:16

სასარგებლო იქნება თუ არა COVID-19-ის ‘ვაქცინის სერთიფიკატის’ წაღება, როდესაც უკრაინიდან მასპინძელ ქვეყანაში გადადიხართ, მაშინაც კი, როცა სერთიფიკატი ვადაგასულია?

0:15

შეუძლია თუ არა პირს გაიკეთოს გეგმიური ვაქცინა ზრდასრულთათვის (მაგ., ტეტანუსის/დიფტერიის/ყივანახველას საწინააღმდეგო Tdap ვაქცინა) და COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა იმავე ვიზიტის დროს?

1:24

როგორ უნდა მიიღოს უკრაინაში ვაქცინირებულმა პირმა COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის დამადასტურებელი საბუთი, თუ ახლა ის ქვეყნის ფარგლებს გარეთ ცხოვრობს?

2:32

თუ უკრაინიდან პირი დასახლდა ქვეყანაში, სადაც COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების დოზებს შორის რეკომენდებული ინტერვალი განსხვავებულია, რომელი განრიგისა და ინტერვალის გათვალისწინება უნდა მოხდეს?

0:40

თუ უკრაინიდან პირი დასახლდა დროებით ქვეყნის ფარგლებს გარეთ, მან უნდა მიიღოს COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი ან გეგმით გათვალისწინებული შემდეგი დოზა მასპინძელ ქვეყანაში, თუ დაელოდოს უკრაინაში დაბრუნებას?

1:25

არის თუ არა სხვა ქვეყნებში აღიარებული უკრაინაში ადმინისტრირებული COVID-19-ის საწინააღმდეგო ყველა ვაქცინა?

1:25

თუ ზრდასრული ადამიანი ან ბავშვი უკრაინიდან იტარებს აცრას სხვა ქვეყანაში ცხოვრების დროს, უნდა მოხდეს თუ არა ვაქცინაციის დამადასტურებელი საბუთის გაზიარება ჯანდაცვის მომსახურების მის მიმწოდებელთან უკრაინაში დაბრუნების შემდეგ?

1:24
სარჩევი