ჩატარებული ვაქცინაციის დოზების შესახებ დოკუმენტაცია (იქნება ეს ქაღალდის დოკუმენტი, თუ ციფრული ფორმის) შეიძლება განსხვავდებოდეს ქვეყნების მიხედვით, თუმცა ზოგადად შეიცავს:
- ვაქცინირებული პირის გვარს და სახელს;
- ვაქცინაციის პროდუქტის დასახელებას და სერიულ ნომერს;
- ვაქცინის ჩატარების თარიღს;
- ჯანდაცვის პასუხისმგებელი პირის სახელს და გვარს და ჯანდაცვის დაწესებულების დასახელებას.
უკრაინაში დაბრუნებისთანავე, ეს დოკუმენტაცია უნდა გაუზიაროთ ოჯახის ექიმს ან პედიატრს ვაქცინაციის შესახებ შემდგომი გადაწყვეტილების მიღებისას ინფორმაციის გამოსაყენებლად და მაქსიმალური დაცულობის უზრუნველსაყოფად. ეს შესაძლებელს გახდის ასევე ინფორმაციის გადაცემას უკრაინის ეროვნულ სამედიცინო საინფორმაციო სისტემაში/მონაცემთა ბაზაში შემდგომი მონიტორინგისა და გადაწყვეტილების მიღების მიზნით.