16
COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია და უკრაინის კრიზისი

როგორ უნდა მიიღოს უკრაინაში ვაქცინირებულმა პირმა COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის დამადასტურებელი საბუთი, თუ ახლა ის ქვეყნის ფარგლებს გარეთ ცხოვრობს?

უკრაინაში ჩატარებული ვაქცინაციები რეგისტრირდება ჯანდაცვის ეროვნულ ელექტრონულ სისტემაში. ამ სისტემის მეშვეობით ვაქცინირებულ პირზე შესაძლებელია საერთაშორისო სტანდარტის ვაქცინაციის სერტიფიკატის გაცემა ქაღალდის დოკუმენტის სახით და ასევე QR-კოდით აღჭურვილი ელექტრონული სერტიფიკატის სახით Diia სატელეფონო აპლიკაციის საშუალებით[^1].

ნებისმიერ ლტოლვილს უკრაინიდან, ან უკრაინის შიგნით იძულებით გადაადგილებულ პირს შეუძლია მოითხოვოს და დისტანციურად მიიღოს ვაქცინაციის სტატუსის დამადასტურებელი საბუთი საკუთარი თავისთვის ან შვილებისთვის. ამისათვის შემდეგი ნაბიჯები იქნება გადასადგმელი:

  • პირი მოითხოვს ვაქცინაციის სერთიფიკატს უკრაინაში მყოფი ჯანდაცვის მომსახურების მიმწოდებლისგან, რომელთანაც იგი რეგისტრირებულია. მომთხოვნმა პირმა უნდა მიუთითოს, რა სახით სურს სერთიფიკატის მიღება (ქაღალდის დოკუმენტი თუ ციფრული) და კომუნიკაციის სასურველი საშუალება (მაგ., იმეილი).
  • უკრაინაში ჯანდაცვის მომსახურების მიმწოდებლისთვის ხელმისაწვდომია მომთხოვნი პირის (ან მისი შვილის) ვაქცინაციის შესახებ ინფორმაცია ჯანდაცვის ეროვნული ელექტრონული სისტემაში (EHCS). ჯანდაცვის მომსახურების მომწოდებელს სერთიფიკატისციფრული ვერსიის ხელმოწერა ელექტორნულად შეუძლია შემდეგ ლინკზე: https://diia.gov.ua/services/pidpisannya-dokumentiv სერთიფიკატის ქაღალდზე შესრულებული დოკუმენტის ასლი პროვაიდერის მიერ ხელმოწერილი და ბეჭედდასმული იქნება.
  • ჯანდაცვის მომსახურების მიმწოდებელი შემდგომ სერთიფიკატის ციფრულ ან ქაღალდის ასლს მომთხოვნს გაუგზავნის.

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის დოკუმენტი:

ვაქცინაციის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის მიღება და უკრაინიდან ლტოლვილების ვაქცინაციის ჩანაწერების შეფასება. დანართი: სახელმძღვანელო ვაქცინაციისა და ვაქცინით მართვადი დაავადების ეპიდემიის პრევენციის შესახებ უკრაინიდან ლტოლვილების მიმღები ქვეყნებისთვის, 2022 წლის აპრილის განახლებული ვერსია.

https://apps.who.int/iris/bitstream/handle/10665/353409/WHO-EURO-2022-5322-45086-64307-eng.pdf?sequence=1&isAllowed=y

 

წყარო:

  1. https://diia.gov.ua/services/covid19-sertifikat-pro-vakcinaciyu
თაგები

თუ პირს გააჩნია უკრაინის ფარგლებს გარეთ გაცემული COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტი, უკრაინაში დაბრუნებისთანავე ვაქცინაციის პროცესი თვიდან უნდა დაიწყოს, თუ შეუძლია გეგმით გათვალისწინებული შემდეგი დოზა გაიკეთოს?

1:20

თუ ადამიანმა ისეთი ვაქცინა მიიღო საზღვარგარეთ, რომელიც უკრაინაში რეგისტრირებული არ არის, უკრაინა ასეთ ვაქცინაციას აღიარებს?

1:16

სასარგებლო იქნება თუ არა COVID-19-ის ‘ვაქცინის სერთიფიკატის’ წაღება, როდესაც უკრაინიდან მასპინძელ ქვეყანაში გადადიხართ, მაშინაც კი, როცა სერთიფიკატი ვადაგასულია?

0:15

შეუძლია თუ არა პირს გაიკეთოს გეგმიური ვაქცინა ზრდასრულთათვის (მაგ., ტეტანუსის/დიფტერიის/ყივანახველას საწინააღმდეგო Tdap ვაქცინა) და COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა იმავე ვიზიტის დროს?

1:24

როგორ უნდა მიიღოს უკრაინაში ვაქცინირებულმა პირმა COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის დამადასტურებელი საბუთი, თუ ახლა ის ქვეყნის ფარგლებს გარეთ ცხოვრობს?

2:32

თუ უკრაინიდან პირი დასახლდა ქვეყანაში, სადაც COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების დოზებს შორის რეკომენდებული ინტერვალი განსხვავებულია, რომელი განრიგისა და ინტერვალის გათვალისწინება უნდა მოხდეს?

0:40

თუ უკრაინიდან პირი დასახლდა დროებით ქვეყნის ფარგლებს გარეთ, მან უნდა მიიღოს COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი ან გეგმით გათვალისწინებული შემდეგი დოზა მასპინძელ ქვეყანაში, თუ დაელოდოს უკრაინაში დაბრუნებას?

1:25

არის თუ არა სხვა ქვეყნებში აღიარებული უკრაინაში ადმინისტრირებული COVID-19-ის საწინააღმდეგო ყველა ვაქცინა?

1:25

თუ ზრდასრული ადამიანი ან ბავშვი უკრაინიდან იტარებს აცრას სხვა ქვეყანაში ცხოვრების დროს, უნდა მოხდეს თუ არა ვაქცინაციის დამადასტურებელი საბუთის გაზიარება ჯანდაცვის მომსახურების მის მიმწოდებელთან უკრაინაში დაბრუნების შემდეგ?

1:24
სარჩევი