0
ექსპერტების მოსაზრებების სერია

დაგვჭირდება თუ არა COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის დამატებითი დოზები?

ცხადია, რომ ჩვენ ახლა ვსწავლობთ პრაქტიკის მაგალითზე, რაც, სამწუხაროდ, განპირობებულია პანდემიით გამოწვეული გადაუდებელი საჭიროებებით. და ერთ-ერთი რამ, რაც მე ვისწავლე ჩემს ცხოვრებაში არის ის, რომ არასოდეს გავაკეთო პროგნოზები, რადგან ბევრი მათგანი აუცილებლად მცდარი აღმოჩნდება. ამის გათვალისწინებით, რაც მინდა აღვნიშნო არის ის, რომ ამჟამად ბევრს საუბრობენ ბუსტერ დოზებზე. ეს ეხება იმ ადამიანებს, რომლებმაც მიიღეს mRNA ვაქცინების ორი დოზა ან სხვა COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინები. კომპანია Johnson & Johnson-ის ვაქცინა შეიძლება იყოს გამონაკლისი, თუმცა ამ ვაქცინის შემთხვევაშიც კი, აღიარებულია ერთზე მეტი დოზის მიღების მნიშვნელობა. ყველა შემთხვევაში, ტარდება იმუნიზაციის ძირითადი კურსი, ადამიანები იღებენ, ვაქცინის ორ დოზას და ავითარებენ ანტისხეულებს, რომლებიც მიუთითებენ იმუნური პასუხის არსებობაზე. მე ვახსენე ანტისხეულები, რადგან ისინი COVID-ისგან დაცვის მთავარი კორელატია. ასე რომ, მათ აქვთ ანტისხეულების პასუხი და დროთა განმავლობაში ის იწყებს შესუსტებას, რადგან იმუნურ სისტემას არ აქვს განვითარებული საკმარისი B უჯრედების მეხსიერება. და ეს ნორმალურია.

აქ ვგულისხმობ, რომ როდესაც ვაქცინაციას ვატარებთ ბავშვებში, ჩვენ არ ვჩერდებით ერთ ან ორ დოზაზე, რადგან ვიცით, რომ მათი იმუნური სისტემა ჯერ უნდა იყოს შემზადებული, პრაიმირებული და შემდეგ უნდა მოხდეს ხელახალი სტიმულირება ვაქცინის დამატებითი დოზით, რომელიც მიიღება დაახლოებით ექვსი თვის შემდეგ, რათა მათ გაახანგრძლივონ B უჯრედის მეხსიერება. ამიტომ, ჩემთვის გასაკვირი არ იყო, რომ ორი დოზის შემდეგ ანტისხეულებმა თანდათან კლება დაიწყო და მიაღწია იმ დონეს, რომ აქტუალური გახდა ინფექციისადმი მგრძნობელობის საკითხი. მიუხედავად იმისა, რომ, ზოგადად, მოხდა ამ დაავადების მოდიფიკაცია და ეს არ არის ისეთი სერიოზული, თუ შევადარებთ იმას, რაც იყო ადამიანებში ანტისხეულების არარსებობის შემთხვევაში, მაგრამ მათ შორისაც კი, ვინც მიიღო ვაქცინის ორი დოზა, დაფიქსირდა ინფექციის საკმაოდ ბევრი შემთხვევა. როგორც ჩანს, პასუხი არის ვაქცინის მესამე დოზის მიცემა პირველი ორიდან ოთხი-ექვს თვეში, ისე, რომ საკმარისი B უჯრედები წარმოიქმნას და ეს, სავარაუდოდ, უზრუნველყოფს უფრო მძლავრ დაცვას და გაცილებით დიდხანს.

რა თქმა უნდა, ჩვენ ჯერ არ გვაქვს ამის კონკრეტული მტკიცებულება, გარდა ერთისა: თუ გადავხედავთ მონაცემებს იმუნური პასუხის შესახებ ნებისმიერი ვაქცინის მესამე დოზაზე, თქვენ ხედავთ, ზოგადად, ანტისხეულების რაოდენობის ფენომენალურ ზრდას, რაც აბსოლუტურად შეესაბამება ჩემს მოლოდინებს, რადგან პირველი ორი დოზით ადამიანი სენსიბილიზებულია და იმუნურ სისტემას აქვს გარკვეული მეხსიერება, მაგრამ ის აღარ გამოიმუშავებს ანტისხეულებს დიდი რაოდენობით. მაგრამ როდესაც ვაქცინის მესამე დოზა მიიღება, იმუნური სისტემა კვლავ იღვიძებს და იწყებს ანტისხეულების გამომუშავებას. რა თქმა უნდა, ჩვენ ჯერ არ ვიცით რამდენ ხანს გაგრძელდება ეს იმუნური პასუხი, მაგრამ მე ვვარაუდობ, რომ იმუნური პასუხი მესამე დოზის შემდეგ გაცილებით მეტხანს გაგრძელდება, ვიდრე პირველი ორი დოზის შემდეგ. ამიტომ ვფიქრობ, რომ ვაქცინაციის კურსის ფარგლებში თითოეულ ადამიანს სამი დოზა უნდა მიეცეს და შემდეგ ჩვენ დავინახავთ, რამდენ ხანს გაგრძელდება ეს იმუნიტეტი.

თაგები

COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინები მსგავსია თუ განსხვავდება ერთმანეთისგან?

1:47

შესაძლებელია სრულად აცრილი ადამიანი მაინც დაინფიცირდეს COVID-19-ით?

1:28

ვაქცინაციის წარმატებისა და ვაქცინაციისადმი წინააღმდეგობის პარადოქსი.

2:38

როგორ იმოქმედა COVID-19 პანდემიამ ვაქცინის მნიშნვნელობის აღქმაზე?

1:44

როგორ გავუმკლავდეთ ვაქცინის მიმართ თავშეკავებას?

3:00

ვაქცინების უსაფრთხოება: რისკებისა და სტატისტიკის გააზრების საკითხი.

5:12

დაგვჭირდება თუ არა COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის დამატებითი დოზები?

5:29

რა მნიშვნელოვანი გაკვეთილი უნდა ვისწავლოთ ამ პანდემიისგან მომავალი პანდემიების სწორად სამართავად?

2:20
სარჩევი