ვაქცინები ვერასოდეს იქნება 100%-ით ეფექტური და ეს იმას ნიშნავს, რომ ვაქცინაციის შემდეგ არიან ადამიანები, რომლებიც არ არიან სრულად დაცული. გასული წლის განმავლობაში ჩვენ დავიწყეთ მეტის შესწავლა იმ ადამიანების შესახებ, რომლებიც ვაქცინაციის შემდეგ, შესაძლოა, კვლავ აღმოჩნდნენ კორონავირუსის რისკის ქვეშ. ამ პროცესში ნამდვილად მნიშვნელოვანი არიან ის პირები, ვინც იმუნოკომპრომეტირებულია და ვისი იმუნური სისტემაც ვერ ახერხებს ვაქცინაზე ნორმალურ რეაგირებას. შესაძლებელია, რომ ზოგიერთ ამ ადამიანს დამატებითი დოზები დაეხმაროს, მაგრამ სხვებს რაც შეეხება, მათ დასჭირდებათ წვდომა მკურნალობის იმ ახალ მეთოდებზე, რომლებზეც მუშაობა განუწყვეტლივ მიმდინარეობს და მიზნად ისახავს შედეგის გაუმჯობესებას მათთვის, ვისაც ინფექცია განუვითარდება. ასე რომ, ჩვენ არ უნდა გვქონდეს მოლოდინი, რომ ვაქცინა ყველას დაიცავს, მაგრამ მოსახლეობის დიდი უმრავლესობისთვის ისინი სიცოცხლის გადამრჩენია.