0
ექსპერტების მოსაზრებების სერია

რა მნიშვნელოვანი გაკვეთილი უნდა ვისწავლოთ ამ პანდემიისგან მომავალი პანდემიების სწორად სამართავად?

ეჭვგარეშეა, რომ COVID-19-ის ეპიდემია იყო კატასტროფა და, რა თქმა უნდა, მრავალრიცხოვანი სიკვდილიანობის გათვალისწინებით, ეს არ შეიძლება იყოს სასიხარულო. მაგრამ ცოდნის თვალსაზრისით, ჩვენ ბევრი რამ ვისწავლეთ არა მხოლოდ ამ დაავადების იმუნოლოგიაზე, არამედ ზოგადად იმუნიტეტისა და ვაქცინების შესახებ. ასე რომ, ეს კატასტროფაა, მაგრამ ჩვენ ვცდილობთ და უნდა ვეცადოთ მაქსიმალურად გამოვიყენოთ ამ კატასტროფის დროს მიღებული ცოდნა და გამოცდილება, რათა გავიგოთ, როგორ გავუმკლავდეთ მომავალ პანდემიებს. ერთ-ერთი, რითაც ვამაყობ, არის ჩვენი ერთობლივი წინადადება ჯერემი ფარართან და ადელ მაჰმუდთან ერთად ჯერ კიდევ 2015 წელს, შეგვექმნა ორგანიზაცია, რომელიც შეიმუშავებს ვაქცინებს პოტენციური ეპიდემიის საფრთხეების წინააღმდეგ. რადგან ყველამ ვიცოდით, რომ ე. წ. „დაავადება X“ აუცილებლად წარმოიქმნებოდა და ამ შემთხვევაში, ეს „დაავადება X“, რა თქმა უნდა, არის COVID. ამ ორგანიზაციას, როგორც მოგეხსენებათ, ახლა ჰქვია CEPI (კოალიცია ეპიდემიური მზადყოფნის ინოვაციებისთვის) და ის აკეთებს ზუსტად იმას, რისი იმედიც გვაქვს - ანუ ავითარებს ვაქცინებს იმ დაავადებებისთვის, რომლებიც, შესაძლოა, პანდემიად იქცეს, რათა წინასწარ გვქონდეს რაღაც მომზადებული სამომავლოდ.

თაგები

COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინები მსგავსია თუ განსხვავდება ერთმანეთისგან?

1:47

შესაძლებელია სრულად აცრილი ადამიანი მაინც დაინფიცირდეს COVID-19-ით?

1:28

ვაქცინაციის წარმატებისა და ვაქცინაციისადმი წინააღმდეგობის პარადოქსი.

2:38

როგორ იმოქმედა COVID-19 პანდემიამ ვაქცინის მნიშნვნელობის აღქმაზე?

1:44

როგორ გავუმკლავდეთ ვაქცინის მიმართ თავშეკავებას?

3:00

ვაქცინების უსაფრთხოება: რისკებისა და სტატისტიკის გააზრების საკითხი.

5:12

დაგვჭირდება თუ არა COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის დამატებითი დოზები?

5:29

რა მნიშვნელოვანი გაკვეთილი უნდა ვისწავლოთ ამ პანდემიისგან მომავალი პანდემიების სწორად სამართავად?

2:20
სარჩევი