0
ექსპერტების მოსაზრებების სერია

ვაქცინების უსაფრთხოება: რისკებისა და სტატისტიკის გააზრების საკითხი.

ერთ-ერთი საინტერესო რამ დღევანდელ ვითარებაში (გარდა სხვადასხვა სამეცნიერო სტრატეგიის საუცხოოდ გამოყენებისა ვაქცინების შესაქმნელად, ცხადია, mRNA, ვექტორებზე დაფუძნებული, მრავალი სხვადასხვა ვირუსის გამოყენება ხდება ვექტორებად, DNA პლაზმიდები და ა.შ.), ეს არის ინფორმაციის ნამდვილი ბუმი ვაქცინების შემუშავების შესახებ. მაგრამ გარდა ამისა, ვაქცინების რეაქციების ძიება და ვაქცინის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მეცნიერება ასევე საოცრად განვითარდა ბოლო ორი წლის განმავლობაში. ეს სამართლიანია, რადგან, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, თუ რა რეაქციას იწვევენ ვაქცინები. მაგრამ არის ერთი მნიშვნელოვანი მომენტი, რომელიც გარკვეულწილად უკავშირდება იმას, რაც მე ვთქვი ბავშვებისთვის ვაქცინების სწავლების შესახებ. ეს არის განათლების კიდევ ერთი საკითხი, რომელიც სამწუხაროდ არასაკმარისად არის წარმოდგენილი უმეტეს ქვეყნებში, და ეს არის ბავშვებისთვის სტატისტიკისა და რისკების სწავლება.

ვფიქრობ იმ ადამიანებს, რომლებიც ფსონს დებენ ცხენებზე, ესმით ეს, რადგან ისინი თავიანთი ცხოვრების განმავლობაში ფულს დებენ იმაზე, რაზეც ფიქრობენ რომ კარგი რისკია და არა ცუდი რისკი. მაგრამ ზოგადად, ხალხს ნამდვილად არ ესმის რისკი სტატისტიკის თვალსაზრისით. ანუ, როდესაც თქვენ საუბრობთ ვაქცინაზე, რომელსაც აქვს 90% ეფექტურობა და თქვენ საუბრობთ ვაქცინაზე, რომელიც იწვევს გარკვეულ რეაქციას ასი ათასში ერთხელ, თქვენ იცით, რომ აწონასწორებთ სტატისტიკას, თქვენ აწონასწორებთ ვაქცინის ეფექტურობას მის უნართან, გამოიწვიოს ისეთი რეაქცია, რომელიც არ გსურთ.

არ არსებობს ისეთი ცნება, როგორიცაა აბსოლუტური უსაფრთხოება. იცით, რომ თუ მიირთმევთ საკვების დიდ ულუფას, არსებობს გარკვეული შანსი, რომ დაიხრჩოთ ჭამის დროს და გქონდეთ მძიმე რეაქცია. რა თქმა უნდა, ეს რისკი ძალიან, ძალიან დაბალია. ანალოგიურად ვაქცინების შემთხვევაშიც: თავისთავად, რისკი არსებობს. მაგრამ თუ ხალხს ესმის, რომ რისკი ასი ათასიდან ერთია დაავადების რისკთან შედარებით, ვთქვათ როგორც არგუმენტი, რომ სიკვდილის რისკი ათასიდან ერთია, ნებისმიერი საღად მოაზროვნე ადამიანი აირჩევს ვაქცინას. პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ ბევრს არ ესმის რისკი და ისევ, ალბათ, ზედმეტად დიდ ყურადღებას ვაქცევ დაწყებით განათლებას, მაგრამ ისევ და ისევ, სრულყოფილი რომ იყოს სამყარო დაჟინებით მოვითხოვდი, რომ ყველა ბავშვმა გაიაროს სტატისტიკის კურსი, რათა მათ ესმოდეთ რისკი. მე ვფიქრობ, რომ ეს არის განათლების ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი არა მხოლოდ ვაქცინის კუთხით, არამედ ზოგადად ცხოვრებისეული თვალსაზრისითაც.

თაგები

COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინები მსგავსია თუ განსხვავდება ერთმანეთისგან?

1:47

შესაძლებელია სრულად აცრილი ადამიანი მაინც დაინფიცირდეს COVID-19-ით?

1:28

ვაქცინაციის წარმატებისა და ვაქცინაციისადმი წინააღმდეგობის პარადოქსი.

2:38

როგორ იმოქმედა COVID-19 პანდემიამ ვაქცინის მნიშნვნელობის აღქმაზე?

1:44

როგორ გავუმკლავდეთ ვაქცინის მიმართ თავშეკავებას?

3:00

ვაქცინების უსაფრთხოება: რისკებისა და სტატისტიკის გააზრების საკითხი.

5:12

დაგვჭირდება თუ არა COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის დამატებითი დოზები?

5:29

რა მნიშვნელოვანი გაკვეთილი უნდა ვისწავლოთ ამ პანდემიისგან მომავალი პანდემიების სწორად სამართავად?

2:20
სარჩევი