ზოგიერთი ვაქცინით გამოწვეული დამცავი იმუნიტეტი გარკვეული ინფექციების წინააღმდეგ, დროთა განმავლობაში მცირდება.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მიერ დამტკიცებული ამჟამინდელი ვაქცინები უზრუნველყოფს არსებით დაცვას მინიმუმ ექვსი თვის განმავლობაში მძიმე დაავადებისგან, ჰოსპიტალიზაციისა და COVID-19-ით გამოწვეული სიკვდილისგან. იმუნური დაცვის შესუსტება იწვევს იმ ფაქტს, რომ ვაქცინების ეფექტურობა მცირდება ომიკრონისა და დელტას ვარიანტებით გამოწვეული მსუბუქი და უსიმპტომო ინფექციისგან დასაცავად ამიტომ საჭიროა გამაძლიერებელი დოზები დაცვის საკმარისი დონის აღსადგენად.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO)რეკომენდაციას უწევს ბუსტერ დოზას პირველადი ვაქცინაციის კურსის დასრულებიდან 4-6 თვის შემდეგ, მძიმე დაავადებისგან დაცვის მაღალი დონის შესანარჩუნებლად. უფრო მეტიც, დასუსტებული იმუნური სისტემის მქონე პირებში რეკომენდებულია დამატებითი დოზა პირველადი ვაქცინაციის კურსის ფარგლებში, რათა შეიქმნას საკმარისი იმუნური პასუხი.
მნიშვნელოვანია ვაქცინის ყველა რეკომენდებული დოზის მიღება დაცვის უმაღლესი დონის შესანარჩუნებლად. გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან, რათა გაარკვიოთ რამდენი დოზაა თქვენთვის რეკომენდებული.
ვაქცინაციის ეფექტურობის შემდგომი კვლევები და შეფასებები პირველადი კურსიდან ექვსი თვის შემდეგ, ისევე როგორც გამაძლიერებელი დოზის შემდეგ, საჭიროებს კვლევის გაგრძელებას.