ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO) რეკომენდაციას არ უწევს ანტისხეულებზე ტესტირებას რუტინული ან სეზონური ვაქცინაციის შემდეგ. ტესტირება, თუნდაც ის ხელმისაწვდომი იყოს, გაართულებს პროგრამის მუშაობას და გაზრდის მის ღირებულებას. ასევე დაისმება კითხვები ტესტების ხარისხთან დაკავშირებით და შესაძლოა გავრცელდეს ჭორები ვაქცინების უხარისხობასა და უსაფრთხოებაზე. გარდა ამისა, ვაქცინაციის შედეგად წარმოქმნილი იმუნური დაცვა განპირობებულია არა მხოლოდ ვირუსის განეიტრალებადი ანტისხეულების არსებობით და დონით, არამედ უჯრედული იმუნიტეტით.