2021 წლის 26 ნოემბერს ვარიანტი B.1.1.529 (Omicron) ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიაციამ (WHO) შეშფოთების ვარიანტად დაასახელა. მის გენომში აღმოჩენილია მუტაციების დიდი რაოდენობა, რომელთაგან ზოგიერთი შემაშფოთებელია, რადგან მათ აქვთ პოტენციალი, გავლენა მოახდინონ ისეთ პარამეტრებზე, როგორიცაა ინფექციურობა, დაავადების სიმძიმე, იმუნური აცილება, დიაგნოსტიკური ან თერაპიული უკმარისობა.
ცნობილია, რომ ომიკრონის ვარიანტი უფრო გადამდებია, მაგრამ იწვევს ნაკლებად მძიმე დაავადებას, ვიდრე დელტას ვარიანტი, განსაკუთრებით აცრილებში. თუმცა, ეს ვარიანტი არ შეიძლება ჩაითვალოს მარტივად. ვაქცინები ძალზე ეფექტურია მძიმე COVID-19 დაავადებისა და სიკვდილისგან, მათ შორის ომიკრონის ინფექციისგან დასაცავად, მაგრამ მათ არ შეუძლიათ სრულად აღმოფხვრან ინფექციის რისკი და მათი ეფექტურობა ომიკრონის ვარიანტის ინფექციის კლინიკური ფორმებისგან დაცვაში შემცირებულია. ეს ზრდის იმის ალბათობას, რომ უფრო მეტი ადამიანი განიცდის ვაქცინაციის „გამრღვევი“ ინფექციის გავლენას, რომელიც გამოწვეულია ომიკრონის ვარიანტით. თუმცა, იმავე კვლევების ვარაუდით, ვაქცინაცია აგრძელებს დაცვის მაღალ დონეს ომიკრონის ვარიანტთან დაკავშირებული მძიმე ავადმყოფობისგან და ჰოსპიტალიზაციისგან.
ვაქცინები კვლავაც რჩება დაცვის ყველაზე მნიშვნელოვან მექანიზმად COVID-19-ის წინააღმდეგ და ისინი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რისკის ქვეშ მყოფთათვის, მათ შორის ხანდაზმულებისთვის, ჯანდაცვის მუშაკებისთვის და მათთვის, ვისაც აქვთ თანმხლები სამედიცინო მდგომარეობები.
ომიკრონის ან SARS-CoV-2 ვირუსის სხვა ვარიანტით გამოწვეული ინფექციისა და სერიოზული ავადმყოფობის თავიდან აცილების საუკეთესო საშუალებაა ვაქცინაცია, ასევე ისეთი ზომების დაცვა, როგორიცაა ფიზიკური დისტანცია, ნიღბის ტარება, როცა ადამიანებს შორის საჭირო დისტანციის დაცვა შეუძლებელია, ხელების ხშირი დაბანა და შიდა სივრცის ვენტილაცია.