SARS-CoV-2 ვირუსის ომიკრონის თავდაპირველ ვარიანტს და ომიკრონის ქვე-ვარიანტების 5 ჯგუფს (BA.1, BA.2, BA.3, BA.4 და BA.5) შეუძლიათ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრილი ადამიანების ინფიცირება. საბედნიეროდ, სრულად ვაქცინირებული ადამიანები ძირითადად მხოლოდ დაავადების მსუბუქი ფორმით ავადდებიან. სერიოზული დაავადებებისა და სიკვდილიანობის თავიდან ასაცილებლად, მნიშვნელოვანია, ყველა პირმა, ვისთვისაც ვაქცინა დაშვებულია, გაიკეთოს COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის დოზის რეკომენდებული რაოდენობა, განსაკუთრებით ეს ეხება მაღალი რისკის ჯგუფებს, მათ შორის ხანდაზმულებს.