ვაქცინის ეფექტურობა SARS-CoV-2 ინფექციისა და მსუბუქი COVID-19 დაავადების წინააღმდეგ, რომელიც უზრუნველყოფილია ვაქცინის პირველადი დოზების სტანდარტული რაოდენობით, დროთა განმავლობაში მცირდება, ხოლო მძიმე დაავადებისა და სიკვდილისგან დაცვა რჩება მაღალი, მათ შორის ომიკრონის ვარიანტისგან. ვაქცინის ბუსტერ დოზას შეუძლია მნიშვნელოვნად აღადგინოს იმუნური პასუხი, განსაკუთრებით ხანდაზმულებში. ვაქცინის დამატებითი დოზების ეფექტურობის შესახებ კვლევები სულ უფრო მეტ ქვეყანაში ტარდება, თუმცა მონაცემები ჯერ კიდევ ლიმიტირებულია და საჭიროებს მეტ დაკვირვებას. ჩატარებული ყველა კვლევა აჩვენებს, რომ არსებობს გაზრდილი დაცვა მძიმე ავადმყოფობისა და სიკვდილისგან.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO) რეკომენდაციას უწევს ქვეყნებს, რომლებიც სთავაზობენ ბუსტერ ვაქცინაციას, პრიორიტეტი მიანიჭონ ყველაზე დაუცველ მოსახლეობას და ჯანდაცვის მუშაკებს, რათა მინიმუმამდე დაიყვანონ მძიმე ავადობისა და სიკვდილიანობის რისკი და მაქსიმალურად გაზარდონ ჯანდაცვის სერვისების გამძლეობა.