იმუნოკომპრომეტირებულ პირებს ურჩევენ მიიღონ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის დამატებითი დოზა და ეს ეხება ყველა COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინას, რომელიც შეტანილია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) გადაუდებელი გამოყენების რეესტრში.
იმ პირებს, რომლებსაც აქვთ დასუსტებული იმუნური სისტემა, ისევე როგორც ადამიანებს, რომლებიც იღებენ იმუნოსუპრესიულ თერაპიას, ხშირად არ უვითარდებათ ადეკვატური იმუნური პასუხი COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის სტანდარტული პირველადი კურსის შედეგად. ამიტომ, ასეთ შემთხვევებში ვაქცინის დამატებითი დოზა უნდა იქნეს მიღებული იმუნური პასუხის ოპტიმიზაციის ან გაძლიერების მიზნით, რისი საშუალებითაც გაიზრდება დაავადებისგან დაცვის ეფექტურობა.
არსებული მტკიცებულებების საფუძველზე, იმუნოკომპრომეტირებული პირების დაცვის გასაძლიერებლად, გაფართოებულ პირველად კურსში დამატებითი დოზა უნდა გაკეთდეს პირველადი კურსიდან სულ მცირე 1 თვის შემდეგ და 3 თვის ფარგლებში. თუ სტანდარტული პირველადი კურსის ბოლო დოზიდან 3 თვეზე მეტია გასული, დამატებითი დოზა, გაფართოებულ პირველად კურსში, უნდა გაკეთდეს პირველივე შესაძლებლობისთანავე.