ადამიანების უმეტესობა, ვინც ავადდება COVID-19-ის მძიმე ფორმის დაავადებით, არავაქცინირებულია. COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების მთავარი მიზანია დაცვა მძიმე ავადმყოფობისგან, ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილისგან და ისინი ამას ძალიან კარგად აკეთებენ. ვაქცინაცია ასევე ამცირებს COVID-19-ის გამომწვევი ვირუსით ინფექციის რისკს, მაგრამ ამ რისკს სრულად ვერ აღმოფხვრის. იმის გამო, რომ ვაქცინები არ არიან 100%-ით ეფექტური ინფექციის პროფილაქტიკისთვის, ზოგიერთი ადამიანი, ვინც ვაქცინაციის სრულ კურსს იღებს, ავადდება COVID-19-ით. უმეტეს შემთხვევაში, სრულად ვაქცინირებულ ადამიანებში ეგრეთ წოდებული „გამრღვევი“ ინფექციები (დაავადება ვაქცინაციის შემდეგ) ვლინდება მხოლოდ მსუბუქი სიმპტომებით. არსებობს მტკიცებულება, რომელიც აჩვენებს ინფექციის შედეგებში მნიშვნელოვან განსხვავებას არავაქცინირებულ და აცრილ ადამიანებს შორის. ინფექციების და ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებლები მათ შორის, ვინც ვაქცინირებულია, მნიშვნელოვნად დაბალია, ვიდრე იმ ადამიანებში, რომლებიც არ იყვნენ აცრილები.