მიუხედავად იმისა, რომ ომიკრონის ვარიანტი სწრაფად ვრცელდება მთელ მსოფლიოში, SARS-CoV-2 ვირუსის ევოლუცია, სავარაუდოდ, გაგრძელდება და ნაკლებად სავარაუდოა, რომ ომიკრონი შეშფოთების ბოლო ვარიანტი (VOC) იყოს. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ტექნიკური საკონსულტაციო ჯგუფი COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის შემადგენლობაზე (TAG-CO-VAC) მუშაობს მტკიცებულებებზე დაფუძნებული მექანიზმის ჩამოსაყალიბებლად წარმოქმნილი შეშფოტების ვარიანტებისთვის (VOC), განსაზღვრავს კრიტერიუმებს, რომლებიც მიუთითებენ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების შემადგენლობის შეცვლის აუცილებლობაზე. ეს ტექნიკური საკონსულტაციო ჯგუფი ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას (WHO) რჩევებს მიაწვდის ვაქცინების შემადგენლობის განახლების შესახებ, საჭიროების შემთხვევაში.
ვაქცინები, რომლებიც დაფუძნებულია სხვადასხვა ტექნოლოგიურ პლატფორმებზე და შეყვანილია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) გადაუდებელი გამოყენების რეესტრში, გვთავაზობენ მაღალი დონის დაცვას მძიმე ავადმყოფობისა და შემაშფოთებელი ვარიანტებით (VOC) გამოწვეული სიკვდილისგან. ომიკრონის ვარიანტის მუტაციის პროფილი და წინასწარი მონაცემები მიუთითებს იმაზე, რომ ვაქცინაცია ნაკლებად ეფექტურია ამ ვარიანტით კლინიკური ინფექციებისგან დასაცავად, მაგრამ მძიმე დაავადებისგან დაცვა შენარჩუნებულია.
სანამ შესაძლებელი იქნება ვაქცინების ხელახალი შესაძლო შემადგენლობის რეკომენდაციების გაცემა, საჭიროა დამატებითი მონაცემები ვაქცინაციის ეფექტურობის შესახებ, განსაკუთრებით ჰოსპიტალიზაციისგან, მძიმე ავადმყოფობისა და სიკვდილისგან დაცვასთან დაკავშირებით, და ასეთი მონაცემები საჭიროა თითოეული ტექნოლოგიური პლატფორმისთვის, რომელზედაც ვაქცინები იქნა დამზადებული, შემუშავებული სხვადასხვა ვაქცინაციის გრაფიკისა და ვაქცინების სხვადასხვა კომბინაციებისთვის.