ჩატარებულ კლინიკურ კვლევებში, იმუნიზაციის შემდგომ განვითარებული არასასურველი მოვლენები ძირითადად ზომიერი და ნაკლებად ხშირი იყო ხანდაზმულებში (≥55 წელი), ახალგაზრდა მონაწილეებთან შედარებით (18-55 წლის), ამ მაჩვენებლებში შეიმჩნეოდა აღმავალი ტენდენცია mRNA ვაქცინების მეორე დოზის შემდეგ. იმუნიზაციის შემდგომ განვითარებული არასასურველი მოვლენები მოზრდილთა ორივე ჯგუფში ძირითადად ზომიერი ან საშუალო სიმძიმის და მოკლევადიანი იყო (ასეთი რეაქციების განვითარების საშუალო დრო ვაქცინის ნებისმიერი მოცემული დოზის მიღების შემდეგ იყო 0-2 დღე, ხოლო საშუალო ხანგრძლივობა შეადგენდა 1-2 დღეს).
გამაძლიერებელი დოზების უსაფრთხოებისა და რეაქტოგენურობის კვლევები დაფუძნებულია მცირე მასშტაბის კლინიკურ კვლევებზე და ლიცენზირების შემდგომ მონაცემებზე შეზღუდული შემდგომი დაკვირვებით. საერთო ჯამში, ისინი აჩვენებენ უსაფრთხოების მსგავს პროფილს, რაც დაფიქსირდა პირველადი სერიის მეორე დოზის შემდეგ.