ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO) რეკომენდაციას უწევს COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციას ყველა შესაბამისი ასაკობრივი ჯგუფისთვის, მათ შორის იმ ადამიანებისთვის, რომლებიც გეგმავენ ბავშვის გაჩენას. არ არსებობს სამეცნიერო მტკიცებულება იმისა, რომ ნებისმიერი ვაქცინა, მათ შორის COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინები, გავლენას ახდენს ნაყოფიერებაზე ქალებში ან მამაკაცებში. ანალოგიურად, არ არსებობს არანაირი მტკიცებულება და არც ბიოლოგიური დამაჯერებლობა იმისა, რომ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინამ შეიძლება გამოიწვიოს იმპოტენცია. ამ მიზეზების გამო, არც უკუჩვენებებისა და სიფრთხილის ზომების ჩამონათვალში და არც რაიმე კონკრეტულ ინსტრუქციაში ვაქცინების გამოყენებასთან დაკავშირებით, არ არის ნახსენები რაიმე კავშირი ვაქცინაციასა და იმპოტენციას შორის.