არა. კლინიკური კვლევებიდან ან მსოფლიო მასშტაბით არსებული COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების გამოყენების საფუძველზე, არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რომ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია იწვევს რაიმე სახის იმუნოსუპრესიას ნებისმიერ პოპულაციის ჯგუფში.
შეუძლებელია, COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინამ გამოიწვიოს შიდსი, რომელიც გამოწვეულია ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსით (აივი). ვარაუდები, რომ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციამ შესაძლოა გამოიწვიოს მსგავსი იმუნოსუპრესიული შედეგი, რომელსაც ზოგიერთმა უწოდა "VAIDS", არ ეფუძნება რაიმე დაკვირვებულ ან მოხსენებულ მტკიცებულებას.