მძიმე დაავადების განვითარების რისკი, SARS-COV-2 ვირუსის ნებისმიერი ვარიანტიდან, იზრდება ასაკთან ერთად და უფრო მაღალია იმ ადამიანებისთვის, რომლებიც არიან იმუნოკომპრომეტირებულები ან/და აქვთ ქრონიკული დაავადებები, მათ შორის დიაბეტი, ჰიპერტენზია და სიმსუქნე.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ მაღალი რისკის ჯგუფების ყველა ადამიანმა მიიღოს COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის რეკომენდებული დოზების რაოდენობა, რათა უზრუნველყოს მაქსიმალური დაცვა მძიმე ავადმყოფობისგან, ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილისგან.
ზოგადად, მხოლოდ იმ პირებმა, რომლებსაც აქვთ მძიმე ალერგიული რეაქცია (ანაფილაქსია) პირველ დოზაზე, არ უნდა მიიღონ იგივე ვაქცინის დამატებითი დოზები.