5
უსაფრთხოება

იწვევენ თუ არა mRNA ვაქცინები მიოკარდიტს, როგორც არასასურველ რეაქციას?

ცხელება, თავის ტკივილი, კუნთების ტკივილი და ტკივილი ინექციის ადგილზე რჩება ყველაზე გავრცელებულ არასასურველ რეაქციად, რომელიც გამოვლენილია COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შემდეგ. თუმცა, დაფიქსირებულია მიოკარდიტის/ პერიკარდიტის (გულის კუნთის ანთება) და პერიკარდიტის (გულის მიმდებარე გარსის ანთება) შემთხვევები COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შემდეგ. მიუხედავად იმისა, რომ მათ შეუძლიათ სერიოზული ავადმყოფობის გამოწვევა, ისინი ხშირად მსუბუქ ფორმაში მიმდინარეობენ და კარგად რეაგირებენ კონსერვატიულ მკურნალობაზე. გვერდითი მოვლენები, როგორც წესი ვლინდებიან ვაქცინაციის შემდეგ რამდენიმე დღის განმავლობაში, უფრო ხშირად ახალგაზრდა მამაკაცებში და უფრო ხშირად COVID-19-ის საწინააღმდეგო mRNA ვაქცინების მეორე დოზის შემდეგ. მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ მიოკარდიტის/ პერიკარდიტის სიხშირე SARS-COV-2-ის ბუნებრივი ინფექციის შემდეგ გაცილებით (დაახლოებით ექვსჯერ) მეტია, ვიდრე ვაქცინირებულ სუბიექტებში.

დღეისათვის, ამ დარღვევების შემთხვევების მცირე რაოდენობის, ასევე მათი განვითარების ხელსაყრელი პროგნოზის გათვალისწინებით, ევროპის წამლის სააგენტოს ფარმაკოლოგიური დაკვირვების რისკის შეფასების კომიტეტმა (PRAC), ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) გლობალური საკონსულტაციო კომიტეტის COVID-19 ქვეკომიტეტმა ვაქცინის უსაფრთხოების საკითხებზე (GACVS) და ასევე იმუნიზაციის პრაქტიკის საკონსულტაციო კომიტეტმა ამერიკის შეერთებულ შტატებში (ACIP) დაასკვნეს, რომ COVID-19-ის საწინააღმდეგო mRNA ვაქცინების სარგებელი COVID-19 ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილიანობის შესამცირებლად მაინც აჭარბებს მიოკარდიტისა და პერიკარდიტის რისკებს, თუნდაც ახალგაზრდა ასაკის ადამიანებში.

სამედიცინო მუშაკებმა უნდა იცოდნენ მიოკარდიტისა და პერიკარდიტის განვითარების იშვიათი რისკის შესახებ mRNA ვაქცინების გამოყენების შემდეგ და ვინ არის ყველაზე დიდი ალბათობის რისკის ქვეშ. ჯანდაცვის პროვაიდერები ფრთხილად უნდა იყვნენ გულმკერდის მწვავე ტკივილის, ქოშინისა და გულის პალპიტაციების ჩივილებზე, რომლებიც შეიძლება მიუთითებდეს მიოკარდიტზე ვაქცინაციის შემდეგ, განსაკუთრებით მოზარდ ან ახალგაზრდა მამაკაცებში. ჩვენ მოვუწოდებთ ყველა ექიმს, შეატყობინონ mRNA და სხვა ვაქცინებით ვაქცინაციის შედეგად მიოკარდიტის და სხვა გვერდითი მოვლენების გამოვლენილი შემთხვევების შესახებ. GACVS-ის ქვეკომიტეტი COVID-19-ზე გააგრძელებს უსაფრთხოების მონაცემების განხილვას COVID-19-ის საწინააღმდეგო ყველა ვაქცინაზე და საჭიროების შემთხვევაში, განაახლებს რეკომენდაციებს.

ბმულები:

დასკვნები:

  • დაფიქსირებულია მიოკარდიტისა და პერიკარდიტის იშვიათი შემთხვევები COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შემდეგ. ეს შემთხვევები ჩვეულებრივ რბილად მიმდინარეობს და კარგად რეაგირებს მკურნალობაზე.
  • აღნიშნული შემთხვევები, როგორც წესი, დაფიქსირდა ვაქცინაციიდან რამდენიმე დღეში, უფრო ხშირად ახალგაზრდა მამაკაცებში და უფრო ხშირად COVID-19-ის საწინააღმდეგო mRNA ვაქცინების მეორე დოზის შემდეგ.
  • mRNA COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების სარგებელი ჰოსპიტალიზაციისა და COVID-19 ინფექციით გამოწვეული სიკვდილიანობის შემცირებაში კვლავ აჭარბებს მიოკარდიტისა და პერიკარდიტის რისკებს ახალგაზრდებშიც კი.
თაგები

როგორ ვაპირებთ ვაქცინის უსაფრთხოების მონიტორინგს?

1:54

არის თუ არა არასასურველი მოვლენების სიხშირე მნიშვნელოვნად მაღალი mRNA ვაქცინების მეორე (ან ბუსტერ) დოზის შემდეგ, ვიდრე პირველი დოზის შემდეგ?

1:24

უნდა ჩაიტაროს თუ არა ადამიანმა ვაქცინაცია, თუ ადრე COVID-19-ით უკვე იყო ინფიცირებული?

1:00

შეუძლია თუ არა COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინას გავლენა მოახდინოს ნაყოფიერებაზე?

1:09

რა გარემოებების დროს უნდა იქნეს ამოღებული მოხმარებიდან COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა?

1:53

რა მოხდება, თუ დაფიქსირდა სერიოზული გვერდითი მოვლენა?

1:52

რატომ არ იყვნენ ბავშვები თავდაპირველად გათვალისწინებულნი კლინიკურ კვლევებში?

1:25

რას გულისხმობენ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO) და ევროპის წამლის სააგენტო (EMA), როდესაც ამბობენ, რომ ვაქცინაციის სარგებელი აღემატება რისკებს?

1:04

იწვევენ თუ არა mRNA ვაქცინები მიოკარდიტს, როგორც არასასურველ რეაქციას?

2:45

რატომ აღენიშნებოდა ზოგიერთ ქალს მენსტრუალური ციკლის ცვლილება COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შემდეგ და შეიძლება თუ არა ამან გავლენა მოახდინოს ნაყოფიერებაზე?

1:05

შეიძლება თუ არა COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციამ გამოიწვიოს იმპოტენცია?

0:56

შეიძლება თუ არა ორსულობის დროს COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციამ გამოიწვიოს თანდაყოლილი დეფექტები?

1:16

შეიძლება თუ არა არსებობდეს COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების ჯერ კიდევ დაუდგენელი გვერდითი მოვლენები?

3:09

არსებობს თუ არა შეზღუდვები COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის დოზების რაოდენობაზე, რომელიც ითვლება უსაფრთხოდ ადამიანებისთვის?

0:50

უსაფრთხოა თუ არა ხანდაზმულთა ვაქცინაცია, რომლებსაც აქვთ ქრონიკული დაავადებები (როგორიცაა დიაბეტი ან ჰიპერტენზია)?

1:15

შეუძლია თუ არა COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინას გამოიწვიოს შიდსი?

0:59

ასუსტებს თუ არა COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინები იმუნურ სისტემას?

1:09

რატომ ხორციელდება ბავშვთა ვაქცინაცია ზოგიერთ ქვეყანაში?

2:12
სარჩევი