COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ძირითადი საზოგადოებრივი ჯანდაცვის მიზნები არის მძიმე დაავადებების და სიკვდილიანობის შემცირება და აუცილებელი სერვისების შენარჩუნება.
სწორედ ამიტომ, თითოეულ ქვეყანაში ვაქცინაცია პრიორიტეტული უნდა იყოს:
- მძიმე შედეგების ყველაზე მაღალი რისკის მქონე პირთათვის (ნებისმიერი შესაბამისი ასაკის იმუნოკომპრომეტირებული პირები, მათ შორის ბავშვები 5 წლიდან; ხანდაზმულები; გრძელვადიანი ჯანდაცვის დაწესებულებათა მაცხოვრებლები; ადამიანები, რომლებსაც აქვთ ძირითადი ჯანმრთელობის მდგომარეობა; და არახელსაყრელი სოციალურ-დემოგრაფიული ჯგუფები, მათ შორის ლტოლვილები);
- იმუნოდეფიციტის მქონე პირთა მჭიდრო კონტაქტებისათვის;
- იდენტიფიცირებული ძირითადი სერვისების მუშაკებისათვის (მაგ. წინა ხაზის ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის მუშაკები და სკოლის მასწავლებლები).
ქვეყნებს, რომლებმაც პრიორიტეტული მოსახლეობის ჯგუფებში პირველადი და ბუსტერ დოზების მაღალათვისებადობას მიაღწიეს და რომლებსაც აღნიშნულის ფინანსური და პროგრამული საშუალება გააჩნიათ, შეუძლიათ 5-11 წლის ასაკის ბავშვებს შესთავაზონ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის დამტკიცებული პედიატრიული ფორმულა.
გადაწყვეტილების მიღებისას, 5 წლის ასაკიდან ბავშვებში ვაქცინის შეთავაზების საკითხთან დაკავშირებით ქვეყნებმა მათ ეპიდემიოლოგიურ კონტექსტში უნდა გაითვალისწინონ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის სარგებლისა და რისკის ბალანსი ამ ასაკობრივ ჯგუფში.
- ზოგადად, COVID-19 ნაკლებად მძიმეა 5-11 წლის ასაკის ჯანმრთელ ბავშვებში, მაგრამ ზოგჯერ შესაძლოა სერიოზული დაავადება გამოიწვიოს.
- მცირეწლოვან ბავშვებში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის უსაფრთხოებისა და ეფექტურობის შესამოწმებლად კლინიკურმა კვლევებმა გაიარა მკაცრი პროცესი და საჭირო იყო სხვა ვაქცინათა მსგავსი სტანდარტების დაცვა.